ახალგაზრდა ძუ ლომებმა მოიპარეს კამერა და საკუთარ თავზე ფილმი გადაიღეს (+ვიდეო)
ახალგაზრდა ძუ ლომებმა მოიპარეს კამერა და საკუთარ თავზე ფილმი გადაიღეს (+ვიდეო)
ფოტოგრაფ-ნატურალისტმა კრისტოფ შოიმანმა აფრიკის პარკში GoPro კამერები ისე განალაგა, რომ ლომებისთვის ახლო მანძილზე ფოტოები გადაეღო. მისი გეგმები ცნობისმოყვარე ძუ ლომებმა ჩაშალეს - მათ ერთ-ერთი კამერა თან წაიღეს და კბილით მოსინჯეს. რადგან კამერა საკვებად გამოსადეგი არ აღმოჩნდა, ლომებმა ის მალე მოიბეზრეს და მიაგდეს.

გადაღებული კადრების კომენტირებისას კრისტოფი საუბრობს იმაზე, რომ გადაღების ასეთმა უცნაურმა განვითარებამ შესაძლებლობა მისცა, მეტი გაეგო ამ პრაიდის ორ წარმომადგენელზე.

Zooclub

ვიდეოს ყურების შემდეგ ბიოლოგმა კრეიგ პეკერმა აღნიშნა, რომ ლომების ასაკი აქ 4-6 წელია. ისინი შეიძლება, დედებიც არიან. ერთ-ერთს შესანიშნავი
ჯანმრთელი კბილები აქვს, რასაც მეორე ძუ ლომზე ვერ ვიტყვით: სპეციალისტებმა ერთ-ერთ კბილზე ფესვის ღია არხი
აღმოაჩინეს. იქ აქტიურად ვითარდება ინფექცია და მკურნალობის გარეშე ეს პრობლემა აბსცესამდე მივა.

თუმცა, ბიოლოგმა ეს ფირი გადაღებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ნახა და ამ ძუ ლომის ბედი, როგორც მთელი პრაიდის ბედი, უცნობია. აფრიკაში ლომებზე ნადირობა დაშვებულია, ამიტომ ყოველწლიურად იქ ბევრი ცხოველი იღუპება არა მხოლოდ ბრაკონიერების მიზეზით, არამედ იმ ტურისტების ხელით, რომლებიც ამას კანონის ფარგლებში აკეთებენ.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?