ხვლიკი პოლიციის ოფიცერი გახდა
ხვლიკი პოლიციის ოფიცერი გახდა
ქალაქ ეივონდეილის (აშშ, არიზონას შტატი) პოლიციის დეპარტამენტში სამსახურში ხვლიკი აიყვანეს. ამის შესახებ ქალაქის სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლებმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერეს.

14 აპრილს გოგონამ, სახელად აირო, დადო ფიცი და პოლიციის ნიშანი მიიღო. რეპტილია არიზონას დეპარტამენტში 2016 წლის აპრილს მოხვდა. ის ყნოსვით ნარკოტიკების ზოგიერთ სახეობას ეძებს.

ექსპერტების აზრით, ამ ხვლიკებს კარგი ყნოსვა აქვთ და აკრძალული ნივთიერებების პოვნაში დახმარება ძაღლებზე უკეთ შეუძლიათ.

ამა წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკის ცენტრში ჯუჯა გოჭმა დაიწყო პატრულირება. ორი პოლიციელი ფორმიან გოჭთან ერთად სოხოსა და მანჰეტენზე შეამჩნიეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?