ბრიტანეთში ძროხებმა მატარებელი შეაჩერეს
ბრიტანეთში ძროხებმა მატარებელი შეაჩერეს
ინგლისის კენტის საგრაფოში ძროხების ნახირმა ლიანდაგებთან მოიყარა თავი. შედეგად, მატარებლების რეისები შეყოვნებით მოძრაობდა, ზოგი კი სულაც გადაიდო.

ძროხები ლიანდაგებზე დასეირნობდნენ, შედიოდნენ ბაქანსა და გვირაბში. ნახირი დაახლოებით 60 ცხოველისგან შედგებოდა.

ბრიტანეთის რკინიგზის სამმართველოს Network Rail-ის ცნობით, ყველა ხაზი დაიხურა, სანამ ძროხები ერთ-ერთ ბაქანზე ერთად არ შეაგროვეს.

შემდეგ ისინი სადგურიდან და საერთოდ, რკინიგზიდან შორს გაიყვანეს. ცხოველები არ დაზიანებულან.
:D
მენახირემ თაიმსი წაიკითხა და ხის ჩეროში მიწვა.
!
და, მენახირე სად ჯანდაბაში იყო!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?