მწყემსმა დინოზავრის კვერცხები იპოვა (+ვიდეო)
მწყემსმა დინოზავრის კვერცხები იპოვა (+ვიდეო)
არგენტინაში დღემდე პოულობენ დინოზავრების კვერცხებს, მათ შორის ემბრიონის ნაწილებით. სულ ახლახანს ერთ-ერთი ასეთი კვერცხი მწყემსმა აღმოაჩინა.

მაიაზავრის შვილის ამ ქვეყანაზე მოვლენის რეკონსტრუქცია ბოზმენში, მონტანას შტატის (აშშ) მუზეუმში ინახება.

სამხრეთ არგენტინაში, ნეუკენის პროვინციაში, სადაც 70-80 მილიონი წლის წინ ჭაობი იყო, შემდგომ პერიოდში ვულკანურმა ლავამ ფლორისა და ფაუნის ნიმუშები დააკონსერვა. მეცნიერები აქ ხშირად პოულობდნენ სხვადასხვა გადაშენებული ცხოველის კვერცხებს, მაგრამ მათი მდგომარეობა ყოველთვის არ აძლევდა საშუალებას, რომ ამ მასალების შესწავლა გაეგრძელებინათ.

Zooclub

სულ ახლახანს, ადგილობრივმა მწყემსმა დინოზავრის კვერცხები იპოვა და ეს აღმოჩენა სენსაციად იქცა:
მათში დინოზავრების ემბრიონები იყო. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მათ უკვე შეძლეს უძველესი ცხოველების ემბრიონალური კანისა და
კბილების ანალიზის გაკეთება. კარგად შენახული კვერცხები აქ 1997 წელს აღმოაჩინეს.

ამ რაიონში ადამიანები ხშირად პოულობენ დინოზავრების ბუდეებს, ასევე, ცხოველების ნაშთებს და ყველაფერ ამას იპარავდნენ. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ვულკანური შრე ირღვეოდა და მის ქვემოთ დაფარული საინტერესო ნიმუშები ჩნდებოდა. ხელთ არსებული მასალის საფუძველზე შეიძლება აქ შეიქმნას პალეონტოლოგიური პარკი, რომელიც ტურისტებს მიიზიდავს, ასევე, შეინარჩუნებს ამ ზონას მომავალშიც.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?