ნიანგებმა გამოცდილი მონადირე შეჭამეს
ნიანგებმა გამოცდილი მონადირე შეჭამეს
მაშველები ეჭვობენ, რომ ნიანგებმა სამხრეთაფრიკელი მონადირე სკოტ ვან ზილი შეჭამეს. "The Independent"-ის ცნობით, მონადირე ზიმბაბვეში წინა კვირას გაუჩინარდა.

ვან ზილი ზიმბაბვეში სანადიროდ ჩავიდა. ის ადგილობრივ გზამკვლევთან და მონადირე ძაღლებთან ერთად მდინარე ლიმპოპოსთან მივიდა. მაშველებმა დაადგინეს, რომ მამაკაცებმა ავტომობილი დატოვეს, წაიყვანეს ძაღლები და ცალ-ცალკე შევიდნენ სიღრმეში. მათ გზა სხვადასხვა მიმართულებით განაგრძეს. მოგვიანებით, ძაღლები ბანაკში ვან ზილის გარეშე დაბრუნდნენ. მონადირის ბედი უცნობია.

დაწყებულ სამაშველო ოპერაციაში გამოიყენეს ვერტმფრენები და ჩართეს მყვინთავები. მაშველებმა შეძლეს მისი კვალის პოვნა, კერძოდ მდინარის ნაპირას მისი ზურგჩანთა იპოვეს. იქვე შეამჩნიეს
ორი ნილოსის ნიანგი, რომლებსაც შეეძლოთ, მონადირე შეეჭამათ. ახლა სპეციალისტები რეპტილიების კუჭის შემცველობას იკვლევენ.

Nita
ამიტომ დაეტიე, რა ნადირობა აუტყდათ :( აღარაა ის დრო, როცა საკვების მოპოვება უჭირს ადამიანს და შესაბამისად, ნადირობა არის ბოროტება!
პიო
ჩათლახი ნიანგები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?