გამოძიების დროს ცხოველთა უკანონო დახოცვის 800 ადგილი იპოვეს.
პოლიციის მუშაკები აღნიშნავენ, რომ ბრაკონიერები არც კი უმიზნებენ ირმებს, ისინი უბრალოდ უმისამართოდ ისვრიან და ხოცავენ მათ, რის შედეგადაც ბევრი დაჭრილი ირემი ტაიგაში გარბის და იქ იღუპება - შორს მკვდარი დაახლოებით 300 ირემია ნაპოვნი.
ყველაზე დიდი სასაკლაოს ტერიტორია 6 ჰექტარს აღწევს.
ცენტრალური ციმბირის ბიოსფეროს სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი პაველ კოჩარევი ბრაკონიერების შესახებ ასე საუბრობს:
”საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება
ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ტაიმირის სახეობის ირმების რაოდენობა 2000 წლიდან თითქმის ორჯერ შემცირდა.
ბრაკონიერების დიდი საშიშროების გარდა, მათ პოპულაციაზე კლიმატური ცვლილებებიც მოქმედებს.
ექსპერტები შიშობენ, რომ ასეთი პროგნოზით, 2020 წლისთვის ირმების პოპულაცია მხოლოდ 150 000 დარჩება.
ირმების პოპულაციის ასეთი მკვეთრი შემცირება, რა თქმა უნდა, ეკოსისტემაზეც აისახება: ირემი უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური რესურსია ევრაზიისა და ჩრდილო ამერიკის 20 ერისთვის.
ამ დროისთვის ბრაკონიერების ამოცნობას კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებით ცდილობენ. ბრაკონიერები, რომლებიც ირმებს ანადგურებენ, შეიძლება, მიყრუებულ სოფლებში იმალებიან.