ავტომობილში შეცოცებულმა ობობამ ავარია გამოიწვია
ავტომობილში შეცოცებულმა ობობამ ავარია გამოიწვია
ამერიკაში, მიჩიგანის შტატში მცხოვრები მძღოლი, რომელიც ობობამ შეაშინა, ავარიაში მოყვა.

UPI-ს ინფორმაციის თანახმად, რომელიც ლილიანოს ოლქის შერიფის ოფისმა გაავრცელა, 26 წლის მძღოლმა მანქანის მართვის დროს საკუთარ კეპზე ობობა შენიშნა. მან ყურადღება მწერზე გადაიტანა და საჭე ვერ დაიმორჩილა.

ავტომობილი გზიდან გადავიდა და ბუჩქებში შევარდა, შემდეგ კი ის ხეებმა შეაკავეს. შედეგად, 29 წლის ქალმა, რომელიც ასევე მანქანაში იმყოფებოდა, ხელის დაზიანება მიიღო. მას პირველი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ტეგები
:)))
საჭე დაკარგაო? :))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?