რომელ ცხოველს აქვს მწვანე ქურქი?
რომელ ცხოველს აქვს მწვანე ქურქი?
ეს არსება ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, ზღვის დონიდან 30 მეტრზე ბინადრობს. ამ უნიკალურ ძუძუმწოვარს ზარმაცა ქვია.

ეს პატარა ცხოველი, ზომით 60 სანტიმეტრი, ჩვეულებრივ ტოტებზე ცხოვრობს. ის მიწაზე ძალიან იშვიათად ჩამოდის და თუ ჩამოდის, ცოცვით გადაადგილდება.

სახელი მას ნაკლები მოძრაობისა და მძინარა ცხოვრების წესის გამო შეარქვეს.
ზარმაცას ცუდი სმენა, სამაგიეროდ კარგი მხედველობა და ყნოსვა გააჩნია. ასევე, მას აქვს ორი ზედმეტი მალა, რაც საშუალებას აძლევს თავი 270 გრადუსზე შემოატრიალოს.

გრძელი, ხშირი და დავარდნილი ბეწვი ზარმაცას მუცლის მიმართულებით ეზრდება. მისი ქურქი
მომწვანო-მოყავისფროა. ასეთი ”შესანიღბი კოსტუმი” ცხოველს უამრავი მტაცებლისგან იცავს. ეს პატარა არსება ბუნებაში სრულიად შეუმჩნეველია და
მშვიდად ცხოვრობს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?