უზარმაზარი ხვლიკი, რომელსაც ძალიან უყვარს ჩახუტება და მოფერება (+ვიდეო)
უზარმაზარი ხვლიკი, რომელსაც ძალიან უყვარს ჩახუტება და მოფერება (+ვიდეო)
არგენტინულ შავ-თეთრ ტეგუ უინსტონს, რომელიც 1 მ. და 20 სმ-ია, ყველაზე მეტად უყვარს მოფერება. იგი ამის გამო ზოგჯერ პატრონს დისკომფორტს უქმნის.

უინსტონი უზარმაზარი ხვლიკია, რომელსაც არასასიამოვნო გარეგნობა აქვს, მაგრამ მის მკერდში საოცრად თბილი გული ძგერს. მას მოსწონს პატრონ სარა ქროუსთან ჩახუტება, წვება მის მუხლებზე ან კოცნის მისაღებად გოგონას მხარზე ძვრება.

მიჩიგანში (აშშ) მცხოვრებმა სარამ უინსტონი გადაარჩინა იმ ზოოპარკისგან, რომელშიც ცხოველი პირველმა პატრონმა ჩააბარა, თუმცა, ზოოპარკის დახურვლის გამო, ხვლიკმა იქ მხოლოდ 2 წელი გაატარა. 
Zooclub

გადარჩენილი გიგანტური არსება არც ერთი წუთი თავს არ
ანებებს ახალ მფლობელს.

Zooclub

არგენტინულ ტეგუს რთული წარსული ჰქონდა, თუმცა, დღეს ის მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობს. მიუხედავად
იმისა, რომ უინსტონი 7 კილოგრამს იწონის და მისი სიგრძე 1 მეტრი და 20 სანტიმეტრია, ხვლიკის ქცევები პატარა ლეკვს მოგაგონებთ.

Zooclub

იხილეთ ვიდეო, როგორ ეფერება ხვლიკი თავის პატრონს.

ასევე იხილეთ:

ხვლიკმა თავისთვის ვარდების ლოგინი მოიწყო!

მამაკაცმა საკუთარი სახლის კედელზე გიგანტური ხვლიკი აღმოაჩინა

მას ღიმილი არ შორდება, როცა საყვარელი სათამაშო გვერდით აქვს



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?