რატომ დასდევენ ძაღლები კატებს?
რატომ დასდევენ ძაღლები კატებს?
ველური ჩვევის გამო.

ბუნებაში მტაცებელ ძუძუმწოვრებს შორის ურთიერთობა ყოველთვის დაძაბულია: ძლიერები ცდილობენ გაანადგურონ სუსტები. ვეფხვი არასოდეს გაუშვებს ხელიდან შანსს, მოკლას მგელი. მგლები ხელსაყრელი შემთხვევის დროს ანადგურებენ მელიებს, ენოტისმაგვარ ძაღლებს, კოიოტებს. გიენები და გიენის მაგვარი ძაღლები თავს ესხმიან ლომების, გეპარდების, ლეოპარდების ბოკვერებს. როგორც ჩანს, ძაღლებსა და კატებს შორის ურთიერთობა სწორედ ამ მტრობის გადმონაშთია. მითუმეტეს, რომ კატები ძაღლებზე გვიან მოიშინაურეს.

და მაინც, ყველა ძაღლი არ მტრობს კატას. ძაღლები, რომლებიც კატებთან ერთად გაიზარდნენ, ჩვეულებრივ მათდამი მეგობრულად არიან განწყობილნი და მათ სხვა ძაღლებისგანაც კი
იცავენ. ზრდასრული ძაღლიც კი შეიძლება მიაჩვიო იმას, რომ კატას არაფერი დაუშავოს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?