შინაური ცხოველები და დადებითი ენერგია სახლში
შინაური ცხოველები და დადებითი ენერგია სახლში
ძველი ჩინური სწავლების მიხედვით, შინაური ცხოველები სახლში არსებულ ენერგიაზე აქტიურად ზემოქმედებენ. ისინი აბალანსებენ უარყოფით ენერგია "შა"-ს და ხელს უწყობენ ოჯახის წევრთა მყარ კავშირს. თუმცა, აუცილებელია იცოდეთ, რომელი ცხოველი აიყვანოთ და სად მოუწყოთ მას სამყოფელი. 

კატა

Zooclub

თავისუფლების მოყვარე კატა სახლის ყველა კუთხეს ნეგატიური ენერგიისგან დამოუკიდებლად წმენდს. ის პოულობს უარყოფითი ენერგიის წყაროს, იღებს ენერგია "შა"-ს (ნეგატიური) და ამუშავებს "ცა" (დადებითი) ენერგიად. გარდა ამისა, კატა  ვეფხვის ასლია, თუმცა, ზომით პატარა, რომელიც ჩინური სწავლებით, ოჯახს აგრესიისგან იცავს.

კატა თავად იპოვის სახლში ადგილს. არ ღირს მას
დააძალოთ, თუ სად დაიდოს ბინა, რადგან ცდა ამაო იქნება. მითუმეტეს, რომ ენერგია "შა" მუდმივად იცვლის
ადგილს, ხოლო კატა სწორედ მისი თანმდევია.

ძაღლი

Zooclub

ერთგული მეგობარი მოგიტანთ ჰარმონიას და გაგათავისულფებთ შფოთისგან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თავად არ არის აგრესიული.  ძაღლს, რომელსაც აგრესიულს გაზრდით, არ აქვს უნარი ოჯახს სტაბილურობა შეუნარჩუნოს. ასე რომ, ჩინური სწავლების მიხედვით, "ცა"-ს მხოლოდ კეთილი და მხიარული ძაღლი მოგიტანთ.

რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ ძაღლი ოჯახის წევრების დიდი სიყვარულით გამოირჩევა, ამიტომ არ ღირს მისი ჩაკეტვა სააბაზანო ოთახში, სათავსოში ან თქვენგან გარიყულ ადგილას. და კიდევ ერთი, არ მოუწყოთ მას დასაძინებელი ადგილი სახლის ზღურბლის სიახლოვეს.

თევზი

Zooclub

ჩინური სწავლების მიხედვით, სახლში განთავსებულ აკვარიუმში უნდა იყოს კენტი რაოდენობის თევზი. სასურველია, 9 ან მომდევნო კენტი ციფრები. უპირატესობა ენიჭება ოქროსფერი შეფერილობის ჯიშებს. მათ მოაქვთ ბედნიერება და ფინანსური კეთილდღეობა. სასურველია, მათ შორის ცურავდეს ერთი შავი თევზიც, რომელიც ნეგატიური თვალისგან დაგიცავთ. აკვარიუმი არასოდეს მოათავსოთ სახლის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს. ის უნდა იყოს ყოველთვის სუფთა და არ უნდა ჰქონდეს არასასიამოვნო სუნი. ასევე, სასურველია აკვარიუმის განთავსება ოთახში, სადაც ფანჯარაა, რათა ფინანსური წარმატება მოგიტანოთ.

ფრინველი

Zooclub

ფრინველის ჭიკჭიკი იზიდავს მნიშვნელოვან ინფორმაციებს და ადამიანს მარტოობის დაძლევაში ეხმარება. თუ სახლში იადონი, თუთიყუში ან ბულბული გყავთ, არასოდეს გამოგეპარებათ თქვენ გარშემო არსებული სიახლეები, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ცხოვრების დადებითად შეცვლას, ხოლო ჭორები და ვარაუდები არასოდეს დაგიბინდავთ გონებას.

ფრინველის გალია მოათავსეთ ისეთ ადგილას, რომ დასვენების ან ძილის დროს მისი ხმა არ გესმოდეთ.

მღრღნელი

Zooclub

ზაზუნას, ვირთხასა და კურდღელს აქვს უნარი შეგიქმნათ კომფორტი და მყუდროება.  ასევე, მათ შეუძლიათ უცნაური ქცევებით წინასწარ მიგანიშნონ მოსალოდნელი უსიამოვნების შესახებ.

ეს ცხოველების შესახებ არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ძველი ჩინური სიბრძნე გვასწავლის. თუ მას დავუჯერებთ, ზოგადად შინაური ცხოველი სასურველია ყველა ოჯახს ჰყავდეს, რადგან ამ არსებებს ადამიანებისთვის სტაბილურობა და კეთილდღეობა მოაქვს.

ასევე იხილეთ:

რომელი ჯიშის ძაღლია ბავშვისთვის იდეალური


რატომ ცოცხლობენ უფრო დიდხანს კატების მოყვარულები?


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?