რატომ არ ეღლებათ ფეხები ცხოველებს, რომლებსაც ფეხზე დამდგარს სძინავთ
რატომ არ ეღლებათ ფეხები ცხოველებს, რომლებსაც ფეხზე დამდგარს სძინავთ
მათი კუნთები არ არის დაჭიმული.

ამ ფაქტის შესწავლა ძირითადად ცხენებზე დაკვირვებით ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ მათ მუხლის სახსარში აქვთ მექანიზმი, რომელიც მუხლს გამართულ მდგომარეობაში აფიქსირებს, რაც ცხენს საშუალებას აძლევს, კუნთები არ დაეღალოს.

მძინარე ცხენი დროდადრო ფეხს იცვლის (შესაძლოა, ამ დროს არ ეღვიძება), რომ სისხლმა არ შეწყვიტოს ვენებში დენა, არ დაუბუჟდეს და წაერთვას კიდურები.

თუ მიეცემათ შესაძლებლობა, ცხენებს დაწოლილებსაც სძინავთ. ამ მდგომარეობაში მათ აქვთ ”სწრაფი ძილის პერიოდი” (სიზმრითაც კი), რომლის დროსაც მათი სხეულის ყოველი კუნთი მოდუნებულია.

ცხენებისგან განსხვავებით, ზრდასრულ სპილოებს თითქმის მუდამ
ფეხზე მდგომებს სძინავთ. ძილის დროს მხოლოდ სპლიყვები წვებიან. თუმცა, სპილოების დგომით მდგომარეობაში ძილის უნარი ჯერ
ნაკლებ შესწავლილია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?