“ჩვენ ერთი სისხლის ვართ - მე და შენ” - მტაცებელთა ეტიკეტი
“ჩვენ ერთი სისხლის ვართ - მე და შენ” - მტაცებელთა ეტიკეტი
ინდოეთში საინტერესო შემთხვევაა დაფიქსირებული - ვეფხვები, ლეოპარდები და ”წითელი ძაღლები" მშვიდად თანაარსებობენ. ყველა ეს მტაცებელი ცხოველი ველურ ღორსა და ირმებზე ნადირობს, ამიტომ კონკურენტებად ითვლებიან. მაგრამ როგორც დაკვირვება ცხადჰყოფს, სამივეს შეუძლია მეგობრობა, უკიდურეს შემთხვევაში, თავს არ ესხმიან ერთმანეთს.

ბუნების დამცველთა საზოგადოების (WCS) წარმომადგენელმა მეცნიერებმა ათობით სადამკვირვებლო კამერა გამოიყენეს და 2.5 ათასი ნაკრძალში მცხოვრები მტაცებლის ფოტოები გადაიღეს. კვლევის ავტორები თვლიან, რომ ცხოვრების პირობებისა და ნადავლის მიხედვით, მტაცებლები ამა თუ იმ მეთოდებს იყენებენ იმისთვის, რომ ერთმანეთს წინ არ გადაეღობონ.
მაგალითად, ბხადრას ნაკრძალში, სადაც
ნადავლი ყველას ყოფნის, ”წითელი მგლები” დღისით ნადირობას ამჯობინებენ იმის გამო, რომ ღამის ვეფხვებსა და ლეოპ
არდებს არ გადაეყარონ.

საიდ კარანტა, WCS-ს დირექტორი და მოცემული კვლევის ავტორი ყვება: ”ჩვენ გაოგნებულები ვიყავით, როდესაც ვნახეთ, რომ ყველა სახეობა ადაპტაციას გადის იმისთვის, რომ კონკურენტების გვერდით იცხოვროს. ამისთვის ისინი არჩევენ სხვადასხვა საცხოვრებელ ადგილს, ნადირობის სხვადასხვა დროს და უპირატესობას ანიჭებდნენ სხვადასხვა ზომის მსხვერპლს”.

მეცნიერების აზრით, იმის გაგებას, თუ როგორ შეუძლიათ ცხოველებს მსგავსი კომპრომისების პოვნა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იშვიათი და გადაშენების პირას მდგარი სახეობების შენარჩუნებისთვის, მითუმეტეს მათი საცხოვრებელი არეალის შემცირების პირობებში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?