პიტბულმა არჩევნებში ვირს და კატას მოუგო და მერი გახდა
პიტბულმა არჩევნებში ვირს და კატას მოუგო და მერი გახდა
"ამერიკის ქალაქ რებიტ-ჰეშის (კენტუკის შტატი) მერი კვლავ ძაღლი გახდა", - ამის შესახებ WDRB-TV-ი იტყობინება.

ქალაქის ახალი მმართველი სამი წლის პიტბული, სახელად ბრინეტ პაულტრო გახდა. ძაღლმა დაამარცხა ქათამი, კატა, ვირი და სხვა კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ.

ძაღლი მეოთხეჯერ გახდება ქალაქ რებიტ-ჰეშის თავი, სადაც აღწერის თანახმად, 315 ადამიანი ცხოვრობს. 1998 წელს ქალაქის ხელისუფლებაში მეტისი გუფი ბორმენი მოვიდა, რომელიც 2001 წელს მოკვდა. ის შავმა ლაბრადორმა ჯუნიორ კოკრანმა შეცვალა. მესამე მერი ბორდერ-კოლი, სახელად ლიუსი ლუ გახდა. იგი მერის პოსტს 7 წლის განმავლობაში იკავებდა.

რებიტ-ჰეშის
მერს არ გააჩნია რეალური ხელისუფლება და საზოგადოების ცხოვრებაზე რეალურად ვერ ახდენს გავლენას. არჩევნებს აწყობენ თანხების
შეგროვების მიზნით, რომელიც ქალაქის კეთილმოწყობას ხმარდება. მასში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთი დოლარის გადახდა, ამასთან ხმის მიცემა რამდენჯერმე შეიძლება. წელს შემოსული თანხა ხანძრის შედეგად განადგურებული მაღაზიის რემონტს მოხმარდება.

2016 წელს რებიტ-ჰილის მესამე მერი, ბორდერ კოლი ლუსი აშშ-ს პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას აპირებდა. ძაღლი ”პირდებოდა” სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის ხარჯების შემცირებას, რაც ამერიკას უტოპიად აქცევდა. არჩევნებში, რომელიც 2016 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპა გაიმარჯვა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?