უცნაური სანახაობა! - ირმები რქებით კი არა, წიხლებით იბრძვიან! (+ვიდეო)
ტენესის შტატის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლებმა ვიდეოკამერით თეთრკუდიანი ირმების ჩხუბი გადაიღეს. ირმები უკანა ფეხებზე იდგნენ და ისე იბრძოდნენ. ჩანაწერი სააგენტომ საკუთარ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

ვიდეოს კომენტარის მიხედვით, გადაღებისთვის გამოიყენეს ავტომატური კამერა, რომელიც ტყეში დაამაგრეს. მან ორი ხვადი ირემი დააფიქსირა. ისინი ორ ფეხზე იდგნენ და წინა ფეხების ჩლიქებით ერთმანეთს ებრძოდნენ. როდესაც ერთ-ერთმა ირემმა უკან დაიხია, მეორე მას ისევ უკანა კიდურებზე შემდგარი გაეკიდა.

თეთრკუდიანი ირემი  ჩრდილო ამერიკაშია გავრცელებული. ზამთარში ამ სახეობის ხვადები რქებს იცვლიან, ახლები კი მხოლოდ გაზაფხულის დასაწყისში ამოსდით. ამ პერიოდში ისინი ურთიერთობებს ჩლიქების
მეშვეობით არკვევენ.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?