ინდოეთში გაათავისუფლეს სპილო, რომელსაც პატრონი 50 წლის განმავლობაში სასტიკად ექცეოდა
ინდოეთში გაათავისუფლეს სპილო, რომელსაც პატრონი 50 წლის განმავლობაში სასტიკად ექცეოდა
ცხოველთა დამცველებმა ინდოეთში გაათავისუფლეს 75 წლის სპილო, რომელიც 50 წელზე მეტი ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული. ცხოველს სასტიკად ექცეოდნენ. მას ოთხივე ფეხი დაბმული ჰქონდა და ძირს ისე ეგდო, განძრევაც კი არ შეეძლო.

სპილო გეიჯრაჯი, რომლის სახელიც ნიშნავს "მეფეს" ან "დიდ ბიჭს", 2 წლის ასაკში მიიყვანეს მახარაჯას ინდურ მონასტერში, სადაც ნახევარ საუკენეზე მეტი მონობაში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მისთვის ჯაჭვები არასოდეს მოუხსნიათ, რის შედეგადაც ფეხებზე აბსცესი გაუჩნდა, ხოლო მოუვლელობით პრაქტიკულად დაბრმავდა.

Zooclub

გეიჯრაჯს ყოველდღიურად ამცირებდნენ და სასტიკად ექცეოდნენ. მას ეშვები მოაჭრეს, რათა საპასუხო აგრესია არ
გამოეხატა. საბედნიეროდ, ცხოველთა დამცველებმა მისი გადარჩენა შეძლეს და ის დღეს უსაფრთხოდაა.

Zooclub

ამ საცოდავი ცხოველის გარდა,
არავინ იცის, რამდენი ტკივილი, ტანჯვა და დამცირება გამოიარა. მისი ცრემლები ამბობენ, რომ მან ძალიან ბევრი რამ გადაიტანა.

Zooclub

სპილოს გადარჩენა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ცხოველთა დამცველების წინააღმდეგ არა მარტო გეიჯარჯის პატრონი, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც გამოვიდა. 500-მდე ადამიანმა სატვირთო მანქანას, რითაც სპილო გადაჰყავდათ, გზა გადაუღობა და ქვები დაუშინა. პოლიციის დიდი ძალისხმევის შედეგად ცხოველთა დამცველებმა სპილო სამშვიდობოს გაიყვანეს.

Zooclub
Zooclub

მართალია, ცხოველი დღეს უსაფრთხოდაა, მაგრამ წლებს, რომელიც მას თავის ოჯახთან ერთად ველურ ბუნებაში ლაღად უნდა გაეტარებინა, ვეღარავინ დაუბრუნებს.

Zooclub
Zooclub
Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?