არდადეგები თქვენს ბინადართან ერთად
არდადეგები თქვენს ბინადართან ერთად
გააქვთ განწყობა იმისა, რომ თქვენს ოთხფეხა ბინადართან ერთად ქალაქგარეთ სასეირნოდ წახვიდეთ? თუნდაც რამდენიმე დღით. რამდენიმე დღე გატარებული ერთად, უცხო გარემოში, დიდი სტიმულია ერთმანეთთან სულიერი სიახლოვისა, თუმცა, ამავე დროს, არ დაგავიწყდეთ შეუქმნათ თქვენს ბინადარს მისთვის კომფორტული და ყოველგვარი უარყოფითი მოულოდნელობებისგან დაცული გარემო.  

Zooclub

შინაურ ცხოველთა ქცევის კორექციის ექსპერტი – ჟერარდო პერესი თავის კატასთან და ლაბრადორთან ერთად, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანა, ხშირად დადის სამოგზაუროდ. რამდენიმე რჩევა ჟერარდოსგან, თუ როგორ უნდა იმოგზაუროთ უსაფრთხოდ თქვენს ბინადართან ერთად:

თუ თქვენს შინაურ ცხოველთან ერთად მანქანით აპირებთ გამგზავრებას, თავიდან
შეარჩიეთ ქალაქთან ახლო მდებარე დასასვენებელი ადგილი. დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი ბინადარი უსაფრთხო ადგილას მოათავსოთ მანქანაში,
რათა უეცარი მუხრუჭის, ან გაუთვალიწინებელი შემთხვევისას მან რაიმე არ დაიზიანოს.
რაც შეეხება საკვებს, თქვენი ბინადარს, ძალიან გაუჭირდება "სავსე კუჭით" დიდ გზაზე ტრანსპორტში ყოფნა. ეცადეთ, გამგზავრების წინ არ გამოკვებოთ ის.

Zooclub

რაც უფრო მშვიდი ბუნების არის თქვენი ბინადარი, მით უფრო მშვიდი მგზავრობა გელით. არ დაგავიწყდეთ ნივთების წაღებაც – მისთვი საყვარელი სათამაშოების, აუცილებელი წამლები, მოვლის საშუალებები, რათა თქვენ და თქვენმა ბინადარმა ნამდვილი დასვენების გემო შეიგრძნოთ.

Zooclub

სასურველია, წინასწარ იცოდეთ, სად დაბინავდებით. შეარჩიერთ ისეთი ბინა ან სასტუმრო, სადაც ცხოველთან ერთად ცხოვრების უფლება გექნებათ.

გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას, თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად!

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?