ჯუჯა მაიმუნი – ყველაზე პატარა მაიმუნი დედამიწაზე (+ფოტო)
ჯუჯა მაიმუნი – ყველაზე პატარა მაიმუნი დედამიწაზე (+ფოტო)
ჯუჯა მაიმუნი – სულ პატარა პრიმატია, რომელიც ამაზონის დასავლეთ აუზის ტროპიკულ ტყეებსა და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს . მისი წონა სულ 100 გრამია. ჯუჯა მაიმუნი, როგორც ცნობილია მსოფლიოში მაიმუნების ყველაზე პატარა ცნობილი სახეობაა. საშუალოდ მისი სიმაღლე 15 სანტიმეტრია, კუდით – 20 სმ.

ჯუჯა მაიმუნს ბასრი ბრჭყალები აქვს, რაც საშუალებას აძლევს შესანიშნავად აცოცდეს ხეებზე. გრძელი კუდი კი ამ პატარა მაიმუნს ფანტასტიკურ ბალანსს აძლევს ტოტებს შორის ხტუნვის დროს. პატარა ზომა საშუალებას აძლევს ხის კენწეროს მიაღწიოს, რომელსაც მაიმუნების ბევრი დიდი სახეობა ვერ აღწევს. მტაცებლების
ძებნისას ისინი ხეზე ვერტიკალურად ჩაჭიდებულები ასევე 180 გრადუსით ატრიალებენ თავს.

ჯუჯა მაიმუნი ცოცხლობს მხოლოდ რეზინის
ხის სპეციალური დიეტით. ის ხრავს ხის ქერქს, ასევე ვაზს, რომ გამოავლინოს რეზინის შემადგენლობა. როდესაც გამოხრულ ადგილას ჩნდება წვენი, მაიმუნი მას ლოკავს. ის ჭამს ასევე მწერებს, განსაკუთრებით პეპლებს, რომლებთაც მოცემული წვენი იზიდავს და აჯერებს თავის დიეტას კენკრით, ნექტრითა და ხილით.

ჯუჯა მაიმუნი უფრო და უფრო პოპულარული ხდება როგორც ეგზოტიკური შინაური ცხოველი, მაგრამ მათი მოვლა ძალიან ძნელია. როდესაც პატარა მაიმუნს აშორებენ ოჯახს, ის მალე იღუპება დეპრესიით. ახალგაზრდა ჯუჯა მაიმუნები ასევე საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას, – ქვეყანაზე მოვლენის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში ყოველ ორ საათში ერთხელ კვებას. საყვარელი ჯუჯა მაიმუნი შეიძლება ძალიან უარყოფითად იყოს განწყობილი. როგორც ცნობილია, ზოგი მათგანი კბენდა პატრონს და ექსკრემენტებს ესროდა მათ.


იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?