მსოფლიოში ვეფხვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
მსოფლიოში ვეფხვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
29 ივლისს მთელ მსოფლიოში ვეფხვის საერთაშორისო დღეს (International Tiger Day) აღნიშნავენ.
დღესასწაული 4 წლის წინ დაწესდა ველურ ბუნებაში ვეფხვების სწრაფი შემცირებისადმი ყურადღების მისაქცევად.

ამ დროისთვის ბუნებაში, თავისუფლებაზე მყოფი მხოლოდ 3 ათასამდე ვეფხვი დარჩა. უკანასკნელი 100 წლის მანძილზე ველური ვეფხვების რაოდენობა 95%-მდე შემცირდა. ასეთი ტემპებით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მეცნიერები უკვე 10 წელიწადში ვეფხვების სრულ გაქრობას ვარაუდობენ.

Zooclub

დღესასწაული სხვადასხვანაირად აღინიშნება – მაგალითად ზოგიერთ ზოოპარკში მტაცებლები მთელი დღე მიიღებენ განსაკუთრებულად გემრიელ საკვებს.

თუმცა მათ ველურ ნათესაობას მეტად გაუმართლა: საერთაშორისო ორგანიზაცია Global Tiger
Initiative-მ ვეფხვების პოპულაციის გადარჩენის მიზნით 350 მილიონ დოლარამდე შეაგროვა და განაცხადა, რომ 2022 წლისთვის ვეფხვების
პოპულაცია არა თუ არ გაქრება, არამედ გაორმაგდება კიდეც.

Zooclub

ამგვარად, ფული არ წარმოადგენს ძირითად პრობლემას. ინდოეთში ხეზე და მინერალებზე მუდმივი მოთხოვნილება სწრაფად ამცირებს "ველური ტყის" სიდიდეს, სადაც ვეფხვები და მათ საკვებად საჭირო ტყის ბინადრები აფარებენ თავს. თუ GTI სასწრაფოდ არ დაიწყებს თავისი გეგმების განხორციელებას, მალე დანარჩენ ვეფხვებს გადაიყვანენ კონსერვირებულ საკვებზე (როგორც ამას უკვე აკეთებენ ინდოეთის ზოგიერთ ნაკრძალში).

ვეფხვის დღე – არის ვეფხვების გაქრობის უდიდესი პრობლემისადმი ყურადღების მიქცევის მცდელობა.

Zooclub

"დღეს საზოგადოების ყურადღება ამ უსერიოზულესი პრობლემისადმი არის მიპყრობილი. როგორც იქნა ჩვენ ყველას შეგვიძლია შევიკრიბოთ და გავარკვიოთ რა და რა ვადაში უნდა გაკეთდეს, რომ დავიცვათ ცხოველები და არ დავუშვათ ყველაზე დიდი საშინელება – მათი სრული განადგურება", – აცხადებენ გარემოს დაცვის ორგანიზაციის წევრები.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?