"მე არ მიყვარს ცხოველები"- ადამიანის დამოკიდებულება ცხოველებისადმი
"მე არ მიყვარს ცხოველები"- ადამიანის დამოკიდებულება ცხოველებისადმი
ცხოველებთან ურთიერთობით ადამიანი დადებით მუხტს იღებს, ისინი გვჩუქნიან უანგარო სიყვარულსა და სითბოს. ცხოველთა მოყვარული პიროვნება, თავის საყვარელ ბინადარს ოჯახის სრულუფლებიან წევრად თვლის. თუმცა, ეს ყველაფერი უცხოა იმ ადამიანისთვის, ვისაც ცხოველი არაოსოდეს ჰყოლია, არც ბავშვობაში და არც ამის შემდეგ.

"ადამიანს, რომელსაც არ უყვარს ცხოველები, განიცდის მათ მიმართ სიძულვილს ან გულგრილობას, ასეთი პიროვნება, ქვეცნობიერად არ აღიარებს ამ სამყაროში არც ერთ სულიერს ადამიანის გარდა." – ამბობს ფსიქოლოგი.

Zooclub

ზოგ შემთხვევაში ადამიანი შესაძლოა ცხოველის მიმართ გულგრილ იყოს, იმიტომ, რომ სულიერი ტრავმისგან დაიცვას თავი. მაგ: ბავშვობაში
მოუკვდა საყვარელი ძაღლი ან კატა, ეს ტრავმა ყოველთვის ქვეცნობიერად თან სდევს და ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის,
რომ მან ცხოველის გარემოცვაში არ იცხოვროს, რათა იგივე ტკივილი არ განიცადოს, თავისი ბინადარის დაღუპვის შემდეგ.

სარკის ეფექტი

"სხვადასხვა მოქმედების დროს, შესაძლოა ჩვენი ბინადარის საქციელში ან მის ვიზუალში დავინახოთ ჩვენი თავი, რადგან ეს არსებები ძალიან მგრძნობიარენი არიან და ხშირად ჩვენი განწყობა გადადის მათზე, სწორედ ამას ეწოდება ფსიქოლოგიაში სარკის ეფექტი." – განმარტავს ფსიქოლოგი.

Zooclub

თუ პიროვნება აბობს, რომ სძულს კატები, ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია ამ ცხოველის გარემოცვაში ყოფნა, იმიტომ რომ კატა ასოცირდება თავისუფლებასთან. ეს ცხოველი არავისზე არ არის დამოკიდებული, არ შეიძლება უბრძანო რამე და გააკეთებინო. ის ადამიანი, რომელიც დისკოფორტს განიცდის ამ ცხოველის დანახვაზე, ეს მისი ქვეცნობიერი რეაქციაა. ასეთი ადამიანი ყოველთვის ვიღაცაზეა დამოკიდებული, თუმცა დიდი სურვილი აქვს იყოს თავისუფალი, რადგან იტანჯება თავისი მდგომარეობით. მეორე შემთხევაში: ადამიანი იმდენად დამოუკიდებელია, რომ მარტოობა მას ყოველდღიურ სტრესს სძენს.

რთული შეგრძნებები

შინაური ბინადრები ყოველთვის ცხდილობენ შეხებით გამოხატონ სიყვარული, სითბო და პატრონისგანაც იმავეს ითხოვენ. ადამიანს, რომელსაც არ უყვარს ცხოველები, სწორედ ამ შეხების მომენტს გაურბის. კატის ან ძაღლის მოფერება, მისთვის ქვეცნობიერად ასოცირდება შინაგან შიშთან და გარკევული საშიშროების მოახლოებასთან.

Zooclub

შინაური ბინადრის მიმართ სიძულვილი ახასიათებთ, ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მშობლები ბავშვობაში განსაკუთებულად უშლიდნენ გაეკეთებინად ის, რაც მათი სურვილი იყო (დავაზუსტებთ, რომ ეს არ ეხება, ისეთ ქცევას, რაც ბავშვისთვის საზიანოა), რომლებსაც ყოველი ფეხის ნაბიჯს უკონტროლებდნენ და ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ის ვინც ჩვენ გვერდით არის

არ ღირს განსაჯო ის ადამიანი, ვისაც ცხოველები არ უყვარს: ყოველივე მათგანს, თავისი მიზეზი აქვს. თუმცა შეგიძლიათ თქვენსა და არაცხოველთმოყვარულ მეგობარს შორის, ურთიერთობა დაალაგოთ. მოუყევით მას რას გრძნობთ თქვენ ბინადართან ყოფნის დროს. თუ დროთა განმავლობაში ასეთი ადამიანს რეალურად დაანახვებთ, რამხელა სითბო, სიყვარული და ყურადღება მოდის თქვენი ოთხფეხა ბინადრისგან, შესაძლოა, მას შეეცვალოს დამოკიდებულება ცხოველების მიმართ.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?