ანაპასთან ლომის ბოკვერი ფოტოგრაფისგან იხსნეს (+ვიდეო)
ანაპასთან ლომის ბოკვერი ფოტოგრაფისგან იხსნეს (+ვიდეო)
ვიტიაზევოს დასახლებაში, პროკურატურის თანამშრომლებმა სანაპიროს ფოტოგრაფს ლომის ბოკვერი ჩამოართვეს.

ადგილობრივი მცხოვრებლების აზრით, კაცი ლომის ბოკვერს ნარკოტიკებს აძლევდა. ცხოველი ამჟამად ანაპის ზოოპარკ "ვალუშია" გადაყვანილი.

– ცხოველი უკიდურესად დასუსტებული იყო, მოშვებული და პასიური, – ჰყვება პროკურორის დამხმარე ანტონ ლაპატინი, – ახალგაზრდა კაცმა ის 50 ათას მანეთად ინტერნეტით იყიდა, ქალაქ ლიპეცკიდან კი მატარებლით ჩამოიყვანა. ახლა ჩვენ ყველა გარემოებას ვიძიებთ და ვაგროვებთ მასალებს სისხლის სამართლის საქმის დასაწყებად. ლომის ბოკვერი საშინელ მდგომარეობაში ჰყავდათ.

ვიტიაზევოს დასახლებაში ფოტოგრაფი ლომის ბოკვერთან ერთად მთელი დღეები დადიოდა სანაპიროზე. მცხოვრებმა მიაქციეს
ყურადღება, რომ მტაცებელი ცხოველი უჩვეულოდ დამყოლი და მშვიდი იყო, რის გამოც მათ დაასკვნეს, რომ ცხოველი
ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მასე მერე, რაც რამდენიმე ადამიანმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, პროკურატურის თანამშრომლები გავიდნენ ადგილზე და ფოტოგრაფს ლომის ბოკვერი ჩამოართვეს. ლაპატინის თქმით, ცხოველი ქალაქ ანაპას ზოოპარკ "ვალუში" იქნა გადაყვანილი.

აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში კაცი ლომის ბოკვერს არანაირ პრეპარატებს არ აძლევდა, უბრალოდ, ინტერნეტით შეძენილ შემოსავლის ამ წყაროს გამოკვებას საჭიროდ არ მიიჩნევდა.

– ძნელია თქმა, თუ რამდენი ხანი ცხოვრობდა ბოკვერი ფოტოგრაფთან, მაგრამ ჩანს, რომ ის ძალიან პატარა იყო და დიდხანს ცოცხალი ვეღარ გაძლებდა, რადგან სჭირდებოდა საკვები, რძე, – დააზუსტა პროკურორის მოადგილემ.

– მან ჩვენ არ გაგვიმხილა რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო, – აგრძელებს ლაპატინი, – დოკუმენტები არ წარმოგვიდგინა, გვანახა მხოლოდ საშუალო განათლების ატესტატი, რომელიც ანაპაში ჰქონდა აღებული.

ზოოპარკის თანამშრომლები ლომის ბოკვერს სპეციალურ საკვებს აძლევენ. მისი მომავალი ჯერჯერობით უცნობია.


იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?