მათთვის ვინც ფიქრობს რა , ან ვინ არის ეს საოცარი არსება, გეტყვით, რომ ეს არის ახალშობილი ვომბატი. ის კენგურუსებრთა ოჯახს მიეკუთვნება და ბინადრობს ავსტრალიაში.
კეთილმა ადამიანმა ეს უმწეო ცხოველი ავსტრალიის ერთ-ერთ გზაზე იპოვა გარდაცვილი დედის ჩანთაში (ვომბატი ჩანთოსანი ცხოველია).
"როდესაც გარდაცვლილ ვომბატს მიუახლოვდი, მის ჩანთაში რაღაც მოძრაობდა, ჩავიხედე და აღმოვაჩნე ახალშობილი. მან სევდიანი თვალებით ამომხედა."- ამბობს თვითმხილველი.
ამ კეთილმა ადამიანმა დაუყოვნებლივ დარეკა გარეული ცხოველთა გადარჩენის ცენტრში და
ვობატ გოგონას ლეა დაარქვა. ცხოველს ყოველ 4 საათში ერთხელ კვებავდა, ახალშობილი რამდენიმე დღის შემდეგ მოძლიერდა.
"ლეას ჰგონია, რომ მე მისი დედა ვარ, როდესაც მხედავს, ძალიან უხარია, რადგან იცის, რომ საკვების მიღების დრო აქვს."- ამბობს კიმ ჰანთერი.
ფოტოები, რომელიც კიმმა ახალშობილს გადაუღო, შესაძლოა ზოგიერთი ადამიანისთვის შესახედად არასასიამოვნო განცდას იწვევდეს, თუმცა ლეას დროებით პატრონმა სცადა ცოტა გაელამაზებინა ფონი და ის ფოტოშოფით გააფორმა.
ასევე იხილეთ