იმ დროს როდესაც ზრდასრული ადამიანების უმეტესობა ცხოველის მიმართ სიბრალულს გამოხატავს, ან შორიდან ეფერება, ბაშვები მოქმედებით გამოხატავენ სითბოსა და სიყვარულს მათდამი.
პატარა ბიჭს მათეო ვოლქსაც ცხოველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს, თუმცა მისი "მეგობრები" არც ძაღლები და არც კატები არ არიან. გაგიკვირდებათ და ის ალპურ ზაზუნებთან (მარმოტა) მეგობრობს.
ალპური ზაზუნა ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ
მარმოტებს ძალიან ეშინიათ ადამიანების და ყოველთვის, როცა მათ სიახლოვეს ადამიანი გამოჩნდება იმალებიან. იშვიათია, რომ ის ადამიანთან ახლოს მივიდეს.
ამისდა მიუხედავად ალპური ზაზუნების ოჯახი დაუმეგობრდა მათეოს და ისინი უკვე 4 წელია რაც ბიჭის დანახვაზე სიხარულით გარბიან მისკენ.
მათეოს მშობლებს ბავშვი ყოველ წელს ორი კვირით მიყავთ ავსტრიის ალპებში, იმისთვის, რომ მან თავისი მეგობარი მღრღნელები მოინახულოს.
როდესაც მათეო მარმოტების ტერიტორიას უახლოვდება, მღრღნელები მაშინვე გამორბიან ბიჭთან და გარშემო ეხვევიან. ძალიან უხარიათ მისი გამოჩენა და მათეოსადმი სითბოს გამოხატავენ.
"ჩემს შვილს ძალიან უყვარს ეს ცხოველები და მათაც არ ეშინიათ მათეოსი. ჩვენ ალპებში ყოველ წელს მოგვყავს მათეო, რათა თავისი "მეგობრები" ნახოს. მათი შეხვედრა საოცარია და ისინიც დიდ სითბოს გამოხატავენ მათეოს მიმართ."- ამბობს მათეოს დედა.
არაერთი შემთხვევა ყოფილა, გარეული ცხოველისა და ადამიანის მეგობრობის, თუმცა რთულია მოიპოვო, იმ ცხოველის ნდობა, რომელიც ადამიანს უფრთხის.
ასევე იხილეთ:
მაიმუნი მარლი ველურ ბუნებაში დაბრუნდა
ლომის, სახელად კრისტიანის საოცარი ამბავი
ირმები ბიჭს მთელი ღამე ათბობდნენ, რათა არ გაყინულიყო