ადამიანებმა მგელს, ცოცხალი ვირი მიუყვანეს "სადილად", თუმცა...
ადამიანებმა მგელს, ცოცხალი ვირი მიუყვანეს "სადილად", თუმცა...
ალბანეთის ჩრდილოეთით პატარა ქალაქ პატოკში დაიჭირეს მგელი და დაამწყვდიეს გალიაში. გარეული ცხოველი მშიერი რომ  არ ყოფილიყო, ხალხმა გადაწყვიტა საკვებად ხნიერი ვირი მიეყვანათ, რომელიც ძალიან დიდ ხანს ემსახურებოდა თავის პატრონს, თუმცა როდესაც დაბერდა და აღარ შეეძლო ტვირთის ზიდვა, პატრონისთვის ის "უვარგის ნივთად" იქცა.

როდესაც  ცხოველი შეიყვანეს მგლის გალიაში, ვირმა მხეცს თვალებში შეხედა, მგელიც თვალს არ აშორებდა მას. ვერავის შეუძლია თქვას რა უხილავი კავშირი მოხდა მათ შორის, თუმცა ფაქტია, რომ გარეულმა ცხოველმა ვირი დაინდო და არ შეჭამა.

Zooclub

რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც გალიაში
შეიხედეს, ვირი და მგელი, ერთმანეთის სიახლოვეს მშვიდად იდგნენ.
ჩვენთვის ეს წარმოუდგენელი
რამ არის. ვერასოდეს გავიგებთ რა მოხდა ამ სრულიად განსვავებულ ცხოველებს შორის.

ფაქტია, რომ მშიერმა მგელმა დაინდო ვირი, მაგრამ ადამიანმა რომელსაც მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა ეს საცოდავი ცხოველი, გარეულ ცხოველს "მიართვა" სადილად.

დედამიწაზე არცერთ ცხოველს არ შეუძლია ისეთი სისასტიკის და დაუნდობლობის ჩადენა, რასაც ადამიანების უმრავლესობა სჩადის. 

ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვა

ცნობილი ძაღლების სახელგანთქმული ძეგლები

ბრმა და ყრუ ტაქსამ პატრონები გადაარჩინა

natia
ადამიანზე დაუნდობელი ცხოველი არ არსებობს.სამწუხაროდ ბევრჯერ დავრწმუნდი ამაში.
shorena
სასცაული მოხდა უპლის ადამიანები იმეტებენ და უმადურები არიან გმერტი კი ხველაპერს ხედავს ასე მოხდა ცჰიტებზეც კოკისპირული ცვიმა იხო დოკსჰი სადაც ბარტხები იხვნენ არ დასველდნენ საგურამოსჰი ცჰემი ტვალიტ ვნახე გავოგნდიი
ზაზა
ვირი კიარა შემწვარი ცხელი მწვადი რომ მიერთმიათ,პირს არ დააკარებდა.მგელი მგელია.აბა რატომ ქვია მგელი.ყველაზე ღირსეული ცხოველია და თავის ღირსებას არასოდეს გადააბიჯებს.მას თავისუფლება ურჩევნია და არასოდეს დანებდება,თუნდაც შიმშილით მოკვდეს.ხოლო ადამიანი კი ნამდვილი სახედარია.მგლის დონემდე და ინტელექტამდე ვერასოდეს ავა.
aleqsandre
ვინც აქ კომენტარი დატოვეთ, ყველას მადლობას გეტყვით კარგ ხასიათზე დავდექი
zaza
მგელს აშკარად ეტყობა რომ სევდა ჭარბობს შიმშილს. ნამდვილი მგელია. მირთმეულს არ ჭამს. თავისუფლება და ნადირობა უნდა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?