ამ ცხენების ყველაზე სახელგანთქმული შთამომავალი იყო ცხენი-საოცრება ლინუსი, რომელიც 1884 წელს დაიბადა. იგი ძმებს რუტერფორ მარიონებს ეკუთვნოდა. ლინუსი ორიგონის სილამაზის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. შემდეგში, ძმებმა რუტერფორდებმა ცხენი ცირკს მიჰყიდეს, სადაც იგი ნებისმიერი პროგრამის მთავარ ფიგურას წარმოადგენდა.
ასევე, მოვლილი ლინუსი ნაჩვენები იყო ჟურნალ Scientific American-ში. შოუს სარეკლამო განყოფილებაში ეწერა: "4 წლის განმავლობაში, მისი ფაფარი და კუდი თვეში, დაახლოებით 3 დიუიმით
რა თქმა უნდა, ლინუსის ფაფარს და კუდს გულდასმით მოვლა სჭირდებოდა. მას ყოველდღე ვარცხნიდნენ და ბანდნენ. ფაფარი რომ არ აბურდულიყო, 4 ნაწილად ყოფდნენ. ასეთი დაზღვევის მიუხედავად, ის მაინც იბლანდებოდა.
ლინუსი10 წლის ასაკში, 1894 წელს დაიღუპა. სიკვდილამდე გაუჩნდა კვიცი, სახელად ლინუს II, რომელიც, როგორც ამბობდნენ, ისეთივე მშვენიერი იყო, როგორც მისი მამა. რაც შეეხება ორიგონის გრძელფაფრიან საოცარ ქურანებს, სამწუხაროდ, ეს ჯიში გადაშენდა.
ეს ორიგონის ქურანების, კიდევ ერთი სახელგანთქმული წარმომადგენელია, სახელად Prince Imperial.