ცხოველები ადამიანებს მარტოობისა და შფოთვის დროს ეხმარებიან
ცხოველები ადამიანებს მარტოობისა და შფოთვის დროს ეხმარებიან
ჯორჯიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ორგანიზება გაუკეთეს გამოკვლევას, სადაც უფროსი კურსის 55-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ყოველ მოხალისეს დადგენილი ჰქონდა რიგი პრობლემებისა, რომლებიც ახალ ცხოვრებაში შებიჯებისას გაუჩნდათ. Science World Report-ის ცნობით, ყველას გამოკვეთილი ჰქონდა შფოთისა და მარტოობის მაღალი დონე.

1-ლი სემესტრის განმავლობაში, მათ შესთავაზეს სპეციალურ ტრეინინგებზე სიარული, სადაც თერაპიული მეთოდი მკურნალობის დროს ცხოველების გამოყენებას ითვალისწინებდა.

სისტემატიური მეცადინეობის შედეგად, მეცნიერებმა შეძლეს მოხალისეების 80%-სთვის შფოთის დონე შეემცირებინათ. მსგავსი გამოკვლევები ცხოველების გამოყენებით და საერთოდ, ბუნებასთან ურთიერთობით, ადამიანზე დადებით გავლენას ამტკიცებენ. განსაკუთრებით სასარგებლოა შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა.

სპეციალისტები
ადამიანებს ურთიერთობების დეფიციტისა და მარტოობის დროს ძაღლის ან კატის მოყვანას ურჩევენ. შინაური ბინადარი ყურადღებას ითხოვს,
ხოლო მათთან კონტაქტი პასუხისმგებლობისა და საჭიროების გრძნობას ავითარებს.

მსგავსი ფსიქოთერაპიის გამოყენება პოზიტიურად აისახება ადამიანის ფსიქოლოგიურ მიკროკლიმატზე და მის საერთო მდგომარეობაზე.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?