დიდი ჯიშის ძაღლები აღარ იარსებებენ?
დიდი ჯიშის ძაღლები აღარ იარსებებენ?
მსოფლიოში, ბოლო დროს, პატარა ძაღლის ჯიშები იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ დიდი ზომის ძაღლის ჯიშების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. "The Times" იტყობინება, რომ სამომავლოდ, არ არის გამორიცხული, დიდი ძაღლის ჯიშების დეფიციტი.  მათი თქმით, საგანგაშო მდგომარეობაა ბობტეილისა და ინგლისური სეტერის ჯიშების შემცირებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი მიზეზი დიდი ზომის ჯიშების შემცირებისა, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია. მაგალითად, იმისათვის, რომ ირლანდიური ნაგაზის ჯიშს კარგად მოუარო, საჭიროა ბევრი საკვები, ასევე ყოველდღიურად მისი გასეირნება და ყველაზე მცირე,  ორ საათიანი დატვირთვა.

როგორც "The Daily Mirror" იტყობინება , ამ პრობლების შესახებ პირველად ბრიტანულმა "კენელ-კლუბმა" განაცხადა. მათი მონაცემებით 2009-2013 წლებში, ჩიხუახუას ჯიშის ძაღლების რეგისტრაცია გაიზარდა 215 %-ით, თუმცა დაბალი მაჩვენებელია შემდეგი ჯიშების რეგისტრაციასთან დაკავშირებით: ბობტეილერის
27 %, ინგლისური სეტერის  32%,  ირლანდიური ნაგაზი (ვოლკოდავი)-26%.

ამასთანავე, გაურკვეველია მოკლებეწვიანი კოლის ჯიშის მომავალიც.

ასევე იხილეთ:

თბილისში არწივით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს

1 ოქტომბერი - ვეგეტარიანელების საერთაშორისო დღე

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ ფოცხვერი გადაიღო
mari kuna
მე ძაან მიყვარს ჩემი პერი!
mari kuna
ყველამ წაიკითხეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მეც მყავს ინგლისური სეტერი მართალია ბიძაჩემისაა მაგრამ თავის პატრონზე ძალიან მე ვუყვარვარ ყველგან დამყვება საპირფარეშოშიც არ მიშვებს კარების წინ ჯდება ხოლმე. სკოლაში რო მივდივარ შარვალში ჩამავლებს კბილებს და მიჭერს ხოლმე. მართლა ძაან ჭკვიანები და თბილები არიანნნ!!!!! მოსიყვარულეებიც კეთილებიც მეგობრულებიც და შესანიშნავი მონადირეებიც!! ხალხო ყველას გეუბნევით ამაზე კარგი ჯიშის ძაღლს ვერსად იპოვით!!!
tbilisi
ინგლისური სეტერი ჭკვიანი, ძალიან კეთილი და მოსიყვარულე ძაღლია. ნამდვილი მეგობარია და როგორც მონადირე ხომ საუკეთესოა! შავყურა თეთრი ბიმი )))
აკაკი
რავიცი მე ნიუ ფანდ ლენდი მყავსა და ძაან მაგარი ძაღლია ჩემი ბუთქუნა
saba
გერმანული ნაგაზი 56% მაინცაა შემორჩენილი და მეც მყავს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?