სამეგრელო-ზემო სვანეთში მონადირეები კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადირობის ნებართვას ითხოვენ
სამეგრელო-ზემო სვანეთში მონადირეები კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადირობის ნებართვას ითხოვენ
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულ ლევან შონიასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობას შეხვდა და ნადირობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, მონადირეების ძირითადი მოთხოვნა კოლხეთის ეროვნულ პარკში ჭურიას ბილიკზე ნადირობის ნებართვაა, რაც "დაცული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონს ეწინააღმდეგება.

მინისტრის ინიციატივით, საერთაშორისო ექსპერტებისა და ადგილობრივი მონადირეების შემადგენლობით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც რეგიონის მასშტაბით სამონადირეო ტერიტორიებს შეისწავლის და სახელმწიფოს დაფინანსებით სამონადირეო მეურნეობები ჩამოყალიბდება. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ახალი ინიციატივა რეგიონში სამონადირეო მეურნეობების ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებას
ხელს შეუწყობს.


bebe
ამ სურათზე ვინცაა ყველა მონადირეა? საიდან ამდენი აქოთებული სულის ადამიანი
ირმა
ხოო მონადირეებს შეუწყონ ხელი - მკვლელებს.
liza
რათა? ანუ ვაი? ვაი უნდათ ნადირობა? ვაი უნდათ ცხოველების მოკვლა? იდიოტები, მომინდომეს ეხლა ნადირობა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?