მუზეუმში ოთხკიდურიანი უძველესი გველი აღმოაჩინეს
მუზეუმში ოთხკიდურიანი უძველესი გველი აღმოაჩინეს
ბრიტანელმა პალეონტოლოგმა სტუდენტები ექსკურსიაზე ერთ-ერთ გერმანულ მუზეუმში წაიყვანა. ბურგომისტერი მიულერის მუზეუმი გერმანულ ქალაქ ზოლნხოფენში მდებარეობს.

სრულიად უბრალო ღონისძიება უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად იქცა.

კარგად შენახული გაქვავებული ოთხკიდურიანი გველი დაეხმარება მეცნიერებს იმის გარკვევაში, თუ როგორ გადაიქცნენ ხვლიკები გველებად.

აღმოჩენილი გაქვავებული ოთხკიდურიანი გველი დაახლოებით 110 მილიონი წლისაა - ეს  უძველესი გველია აქამდე აღმოჩენილთა შორის. მეცნიერებმა მას Tetrapodophis amplectus (“ფეხებიანი ხვლიკი”) შეარქვეს, მაგრამ დევიდ მარტილამდე მას არავინ მიაქცია ყურადღება.

პალეონტოლოგებმა გამოკვლევის შემდეგ, გარკვეულ მიზეზთა გამო, იგი ხვლიკებს კი არა, გველებს მიაკუთვნეს. ეს მიზეზებია: ჩონჩხის მოგრძო კორპუსი
და არა კუდი, ქვედა ყბის კბილების წყობა და ძვლები. გარდა ამისა, მუცლის მასშტაბი გველისას ემთხვევა.

ასევე მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ მათ წინაშეა არა ასაკოვანი, არამედ მოზარდი გველი. მისი სიგრძე თავიდან კუდამდე 20 სანტიმეტრს წარმოადგენს (შესაძლოა ასაკოვანი გველების სიგრძე უფრო მეტი იყო). თავის ზომა მოზრდილი ადამიანის ფრჩხილის ტოლია, ხოლო კუდის ყველაზე პატარა ძვალი 4 მილიმეტრს წარმოადგენს.
წინა კიდურები 1 სანტიმეტრის ტოლია და გააჩნია მხარი და 5 მილიმეტრიანი მტევანი მოგრძო თითებით. უკანა კიდურები წინა კიდურებზე ოდნავ გრძელია. პალეონტოლოგების აზრით, კიდურები გამოიყენებოდა მოჭიდებისთვის.

ამასთან, გველის კუჭნაწლავში აღმოჩენილი იყო მისი უკანასკნელი მსხვერპლის, სავარაუდოდ სალამანდრის ნარჩენები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა დაუშვეს, რომ Tetrapodophis პატარა წყლის თუ მიწის არსებებითა და ხვლიკებით იკვებებოდნენ. აქედან გამომდინარე, ისინი ხორცის მჭამელებად ბევრად ადრე იქცნენ, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

ასევე, მარტილის სიტყვებით, ადრე მეტად იხრებოდნენ აზრისკენ, რომ გველები წყლის ხვლიკებისგან წარმოიშვნენ, თუმცა, მუზეუმის აღმოჩენით, გამოგვაქვს დასკვნა, რომ გველის წინაპრები სოროს ხვლიკები იყვნენ.

პალეონტოლგების აღმოჩენამ სამეცნიერო სფეროში კამათი გამოიწვია. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ქვეწარმავალს არ აქვს არანაირი კავშირი გველთან.

ამასთან, ადრე ფრანგმა მეცნერებმა თანამედროვე ტექნოლოგიით გამოიკვლიეს გველის ერთ-ერთი პირველი სახეობა - Eupodophis descouensi, რომელიც 90 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. მას უპოვეს ორი ნახევრადგანვითარებული (მუხლამდე) უკანა ფეხი. წინა ფეხები გველს არ ჰქონდა.

datiko48
მოპასუხევ-მიდი ფსიქიატრთან,გატყობ შაყირი არ გესმის!!!
datiko48-s
შე საწყალო, როგორ გაუმწარებიხარ სიდედრს! არამგონია შენი საშველი იყოს, ჯობია დაუტკბე!
datiko48
ოთხ კიდურიანია ყველა სიდედრი,მერე რა 110 მილიონი წლისაა,სიდედრები უფრო დიდ ხანია არსებობენ,ვიდრე გაჭირვებული სიძეები!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?