ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ცხოველთა მსოფლიო დღე აღნიშნა (+ფოტო)
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ცხოველთა მსოფლიო დღე აღნიშნა (+ფოტო)
ქ. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 4 ოქტომბრის ცხოველთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად მუნიციპალურ თავშესაფარში ჩაატარა სხვადასხვა სახის ღონისძიება, სადაც მოწვეულნი იყვნენ ცხოველთა დაცვის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური, სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები, ასევე "შავნაბადას საერო გიმნაზიის" მოსწავლეები და პედაგოგები.

სტუმრებს წარედგინათ სანახაობრივი სცენარი - ცხოველის გადარჩენის იმიტირებული სამაშველო ოპერაცია. ისინი ასევე გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკას, ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების საყურადღებო ასპექტებს. დაათვალიერეს ცხოველთა და ქვეწარმავალთა დამჭერ ოპერატიული ჯგუფების თანამედროვე აღჭურვილობა, მოინახულეს თავშესაფრის ბინადარი ცხოველები და ა.შ.
ღონისძიების ფარგლებში თავშესაფარში მოეწყო ლეკვების გაჩუქების აქციაც.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოწვეულ სტუმრებს მადლობას უხდის ღონისძიებაში
მონაწილეობისა და ცხოველებისადმი გულისხმიერების გამოხატვისათვის!

იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?