თბილისში შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა
თბილისში შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა
"აფრიკის დასახლებაში, "ველის სასაფლაოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა," - ამის შესახებ BPN- ს შპს "ჰერმესის" დირექტორმა, მიხეილ ძაგანიამ განუცხადა.

"ცხოველების გვამების გაუვნებლობა აქამდე ე.წ. "ბეიკერის" ორმოში ხდებოდა. მაწანწალა და უპატრონო ცხოველების დაძინებას ახდენს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური. 35 000 რეგისტირებული ძაღლია ოფიციალურად ქალაქში, რომლებსაც ჰყავთ პატრონები და მათი მოთხოვნაა, რომ თავისი ოთხფეხა მეგობრისთვის არსებობდეს ინდივიდუალური სასაფლაო", - აღნიშნა ძაგანიამ.

მისივე თქმით, "ველის სასაფლაოზე" გამოიყოფა სპეციალური ადგილი, სადაც მოსახლეობას შინაური ცხოველების ინდივიდუალური დამარხვის შესაძლებლობა მიეცემათ. მათივე სურვილისამებრ შესაძლოა, დაიდგას
საფლავის ქვები ოთხფეხა მეგობრების ფოტოებით. სავარაუდოდ, ამ საკითხს მთავრობის შემდეგ სხდომაზე გავიტანთ.


ნახეთ ასევე: თქვენ
ჩვენს გულებში იცხოვრებთ მარად: შინაური ცხოველების საფლავები ლოს-ანჯელესში
ნინა
ჩემს ქუჩაზე საკმაოდ ბევრ ოჯახს ჰყავს ძაღლი აბა ახლა ვერაზე როგორ შეიძლება ძაღლი არ ჰყავდეთ, მოდას ხომ არ ჩამორჩებიან, დიახ სწორად მოდას აყოლილებზე მაქვს საუბარი, თორემ ძაღლი თუ გიყვარს მაშინ ისიც უნდა შეგეძლოს მათი განავალი აწმინდოთ და გამვლელს არ შეუქმნათ დისკომფორტი, რამდენი ბავშვი დადის ამაზე არ გიფიქრიათ რომ უნებლიეთ რამდენი ადგამს შიგნით ფეხს, ხოდა სანამ სასაფლაოზე იფიქრებთ იქნებ ძაღლის ტუალეტები დადგათ, ალბათ ეს უფრო გამოადგებათ ძაღლის პატრონებს.
mka
რაც უფრო ვეცნობი ადამიანებს, მით უფრო დიდ პატივს ვცემ ძაღლებს......ძალიან კარგი იდეაა....
nanuka
ცხოველთა სასაფლაო რა თქმა უნდა საჭიროა. ვისაც ცხოველი გვყავს, ჩვენთვის მათი სიცოცხლე და ასევე, გარდაცვალების შემდეგ, მათი საფლავის არსებობა, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, როდესაც სააგენტო გადაკეთდა სსიპ-ად, შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და ცხადი იყო მაშინვე, რომ თანხების მოძიების წყაროდ ცხოველთა სასაფლაოს შექმნიდა, ესაა აღმაშფოთებელი. არავინ იცის კიდევ რა საფასურს დააწესებს ამ მომსახურებისათვის. სხვა მხრივ, ალტერნატივას არ უტოვებს და არჩევანის უფლებას არ აძლევს ცხოველთა მეპატრონეებს. ან ბეიკერის ორმო, ან ძვირადღირებული სასაფლაო. ევროპის ყველა ქვეყანაში, ამერიკაშიც, ყველას აქვს უფლება მის კერძო საკუთრებაში არსებულ ეზოში დაკრძალოს შინაური ცხოველი. საქართველოში ეს უფლება არ არსებობს. დისკრიმინაციაა ეს ყველაფერი.
авое
ეს იდეა ხურუიან სოპლელს მოუვიდოდა ცარელა ტავში სუდარა არ დაგავიცკდეტ და ბალზამი მაგის მეტი გასაზრდელი და ადასამარხი არ მოგცეტ გმერტმა
დათო
აუცილებელიცაა ასეთი სასაფლაო, მთავარია პატრონის პატივმოყვარეობაც დაკმაყოფილდეს და მისი ფიზიონომიაც მოხვდეს ძაღლის სურათთან ერთად
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?