შინაური ცხოველები, ადამიანი და ჯანმრთელობა
შინაური ცხოველები, ადამიანი და ჯანმრთელობა
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: "ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, იგი განიცდის იმავე გრძნობებს, რომლებიც ადამანისთვის არის დამახასიათებელი: შიმშილს, წყურვილს, შიშსა და ტკივილს". გარდა ამისა, ცხოველი ხშირად ქცეულა თავისი პატრონის მკურნალად, ზოგიერთი ცხოველის ერთგული ბუნება მალამოდ დასდებია ადამიანის სულს. ამის დამადასტურებელი უამრავი ცხოვრებისეული მაგალთი არსებობს.

ტერმინი "ზოოთერაპია" ჯერჯერობით არ არის შესული სამედიცინო ლექსიკონში, თუმცა, ცხოველებით მკურნალობას ჯერ კიდევ მეზოლითის ხანაში მიმართავდნენ. ჩვ.წ.აღ-მდე 10-15 ათასი წლის წინ პუდელებისა და დობერმანების წინაპრები ლოკვით უშუშებდნენ ჭრილობებს თავიანთ პირველყოფილ პატრონებს. ცხოველები შესანიშნავად გრძნობენ ბიოველს და
განასხვავებენ ადამიანისთვის შეუგრძნობ სუნს, ე.ი. ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მოლეკულურ და ბიოენერგეტიკულ დონეზე.
ექიმები დიდი ხანია დარწმუნდნენ, რომ ცხოველებთან მუდმივი კონტაქტი მეტად სასიკეთოა ადამიანის, როგორც ფიზიოლოგიისთვის, ასევე ფსიქიკისთვის. ასე რომ, ჩვენი საყვარელი არსებები ადამიანის არა მხოლოდ სულს, არამედ სხეულსაც კურნავენ. შუა საუუნეებში ევროპაში კატის გასაოცარ შესაძლებლობებს ეშმაკისეულად მიიჩნევდნენ. საბრალო ცხოველებს კოცონზე წვავდნენ იმ ქალებთან ერთად, რომელთაც ჯადოქრობა ედებოდათ ბრალად. კატებზე ნადირობა ევროპელებს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ - XIV-XV საუკუნეებში ჭირის ეპიდემიამ გაანადგურა კონტინენტის მოსახლეობის 30%. ჭირის გავრცელება ვირთხების უზომოდ გამრავლებას მოჰყვა.

მკურნალი ფისო და მკურნალი ძაღლი
თუ ნევრალგია ან ართრიტი გაწუხებთ, კატა უშეცდომოდ მიაგნებს მტკივან ადგილს და შეეცდება, ისე მოგეკრათ, რომ არ შეგაწუხოთ. მისი მონოტონური კრუტუნი და თბილი სხეულის ვიბრაცია აყუჩებს ტკივილს. ამ ცოცხალ სათბურას შეუძლია, უმტკივნეულო მასაჟიც გაგიკეთოთ. მოკლედ, ეს არის ერთდროული ანესთეზია და თერაპია. ფისო ეხმარება ადამიანს ჰიპერტონიული კრიზის გადატანაში - ის არეგულირებს წნევას. ასე რომ, მაღალი წნევის დროს მოეფერეთ კატას. მართალია, ეს ვერ შეცვლის მედიკამენტებს, მაგრამ დამატებითი თერაპია ნამდვილად არ გაწყენთ. თუ თქვენი ფისო კისერზე შეგაცოცდათ და ხორკლიანი ენით ყურის ლოკვა დაგიწყოთ, არ გაუბრაზდეთ - პატარა მკურნალმა შესანიშნავად იცის ყურის ნიჟარაში განლაგებული აკუპუნქტურული წერტილების არსებობის შესახებ. ზოოთერაპიის მოულოდნელი და უფასო სენასი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ძაღლი საოცრად გონიერი, ერთგული და მგრძნობიარე არსებაა. მასთან ურთიერთობა სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანზე. ძაღლის პატრონები თავიანთ აღსაზრდელებთან ერთად კვირაში საშუალოდ 20 საათს ატარებენ სუფთა ჰაერზე, სეირნობა კი ადამიანის ორგანიზმზე ისევე მოქმედებს, როგორც მოკლე სამკურნალო კურსი: ფილტვები უკეთ მარაგდება ჟანგბადით, კუნთები აქტიურად და რიტმულად მუშაობს, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, რაც აფერხებს ვენების ვარიკოზული დაავადების განვითარებას და თრომბების წარმოშობას. სუფთა ჰაერი ამშვიდებს, აჯანსაღებს იმუნურ სისტემას და ხსნის სტრესს. სტრესთან ბრძოლაში კატა არაფრით ჩამოუვარდება ძაღლს. ნერვული დაძაბულობა რომ მოიხსნათ, ჩაჯექით სავარძელში და მოფხანეთ ყურები თქვენს ფისოს, მოეფერეთ მას და მის კმაყოფილ კრუტუნს უსმინეთ... მეცნიერულად დადასტურებულია, რომ როცა ადამიანი ეფერება შინაურ ცხოველს, სისხლის წნევისა და გულისცემის მაჩვენებლები რეგულირდება. ავსტრიელმა ეპიდემიოლოგმა ვარვიკ ანდერსონმა დაასკვნა, რომ შინაური ცხოველების მეპატრონეებს ქოლესტერინის მაჩვენებელი სისხლში სხვებზე საშუალოდ 2%-ით დაბალი აქვთ. სენტ-ვინსენტის საავადმყოფოში "ოთხფეხა თერაპევტების" ბრიგადა მორიგეობს. "მკურნალებს" ევალებათ, აიძულონ ავადმყოფები, მეტი იმოძრაონ, გაუმკლავდნენ მარტოობის
მძიმე განცდას, ებრძოლონ დაავადებას. სენტ-ვინსეტი პირველი საავადმყოფოა ნიუ-იორკში, რომელმაც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსგან ასეთი ნებართვა მიიღო. ძაღლებმა მკაცრი გამოცდა გაიარეს და მიიღეს სპეციალური სერტიფიკატი, რომელიც მათ "პროფესიულ" ვარგისობას ადასტურებს. ძირითადი მოთხოვნა იყო ძაღლების კომუნიკაბელურობა და კეთილგანწყობა ადამიანთა მიმართ. "ოთხფეხა მკურნალების" გამოჩენამ საავადმყოფოს გარემო სრულიად შეცვალა - ავადმყოფები გამოცოცხლდნენ, სიამოვნებით ესაუბრებიან, ამბებს უყვებიან პატარა მეგობრებს.

ფარული საფრთხე
მართალია, ცხოველებთან ურთიერთობა რგებს ჩვენს ჯანმრთელობას, მაგრამ მათ შეიძლება დაავადებაც შეგვყარონ. ცხადია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტემატურად არ მივმართავთ ვეტერინარს, ცუდად ვუვლით ოთხფეხა მეგობრებს და სათანადოდ არ ვიცავთ პირად ჰიგიენას.

mkurnali.ge

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?