CITES გენერალური მდივანი საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს
CITES გენერალური მდივანი საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს
"გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენციის (CITES) გენერალური მდივანი საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ჯონ სკანლონი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად, 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზიანებულ თბილისის ზოოლოგიურ პარკში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ზოოპარკის ბინადართა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს CITES კონვენციით დაცულ სახეობებს. ამჟამად CITES-ის დანართებში შეტანილია ცხოველთა დაახლოებით 5000 და მცენარეთა 28000 სახეობა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?