თურქეთში მაღაზიების მფლობელემბა უსახლკარო ცხოველები გაყინვას გადაარჩინეს
თურქეთში მაღაზიების მფლობელემბა უსახლკარო ცხოველები გაყინვას გადაარჩინეს
ბოლო პერიოდში დაფიქსირებული დაბალი ტემპერატურის გამო, ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებს გაყინვის საშიშროება დაემუქრათ.

თურქეთში, კერძოდ სტამბულში დიდი თუ პატარა მაღაზიის მფლობელებმა ყინვების დროს უსახლკარო ცხოველებისთვის მაღაზიების კარები გააღეს!

ცხოველები აფასებენ სიკეთეს - მაღაზიაში არაფერი დაზიანებულა! არც საქონელი, არც მყიდველი!

უსახლკარო ცხოველებზე ასეთი ზრუნვა ამ ქვეყნის საზოგადოების მაღალ შეგნებაზე მეტყველებს.

ეს ჩვენთვის მისაბაძი ფაქტია!

ვიზრუნოთ უსახლკარო ცხოველებზე!

გავაკეთოთ სიკეთე და ის ასმაგად დაგვიბრუნდება!

Zooclub

ასევე იხილეთ: "ასე ზრუნავენ თურქეთში უპატრონო ცხოველებზე (+ვიდეო)"
lali
ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვართ საბჭოთა მენტალიტეტისგან და მართლა სამარცხვინოა, რომ ყველა ქვეყანაში ებრალებათ და უვლიან უპატრონო ცხოველებს, აქ კი შენ თუ უვლი გაკიცხვის საბაბი ხდები. ერთი ქალბატონი, რომელსაც თავისი ჯიშიანი ძაღლი ლაიკა დაბმული ყავს ჯაჭვით და საბრალო მთელი ღამე ყმუის, იმის გამო შემედავა, უპატრონო ძაღლებს რომ ვაჭმევ, თურმე იმათი ყეფა აწუხებს ღამით და ასეთი რამდენი ადამიანია. ვწუხვარ ძალიან, რომ ასეთ სასტიკ საზოგადოებაში ვცხოვრობ
ჯინა
ქართველებო შეგრცხვეთ სად დაკარგეთ ადამიანობა ცხოველიც კი აღარ გეცოდებათ რაიქნება თქვენც ასე რომ მოიქცეთ დაშავდება რამეეე? მარტო სხვა რამეზე რომ ფიქრობთ მატაც ხომ უნდათ სიცოცხლე სითბო სიყვარული არავისზე მეტნი არ ვართ ჩვენ რომ ცხოველებს ასე უყურებთ ის ყველაზე კარგია ცხოვრებაში არასოდეს არ გღალატობს და ყოველთვის შენს აზრს იზიარებს გთხოვთ დავეხმაროთ მე ბევრს არ გთხოვთ რითიც შეგიძლიათ
ბათუ
მეც ასე ვარ,მეცოდებიან უენო არსებები,ეზოში რაც კი კატა და ძაღლი გამოჩნდება ვაჭმევ,კატას სადარბაზოში თბილ საფენს უდებ და ა.შ.ბინაშიც მყავს კატა
miriani
ყოჩახ მარცლაც თურქებს ასეთი საქციელისთვის, ნამდვილად მისაბაძია, ხალხო გთხოვთ ყველას, თუ საწყალ უპატრონო ძაღლს დაინახავთ ზიზღით ნუ შეხედავთ, არამედ პირიქით თუ გაქვთ საშუალება რაიმე საკვებით დაეხმარეთ, ჩათვალეთ დიდ სიკეთეს გააკეთებთ.
giga
ზოგს ძაღლი სამწუხაროდ უსულო არსება ჰგონია რომელსაც არც სმა ჭამა უნდა და არს სითბო, საბედნიეროდ არიან ხალხი (მათ შორის მეც) ვინც ხელს უწვდიან ამ უთვისტომო არსებებს და ეხმარებიან. ყველას უნდა ახსოვდეს და გაითვალისწინოს რომ უთვისტომო არსების დახმარება (თუნდაც ცხოველის) დიდი მადლია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?