2016 წლიდან უნგრეთში ძაღლის ჯაჭვით დაბმა აკრძალეს
2016 წლიდან უნგრეთში ძაღლის ჯაჭვით დაბმა აკრძალეს
2016 წლის 1 იანვრიდან უნგრეთში გამოვიდა კანონი, რომელიც კრძალავს ძაღლის ყოლას დაბმულ მდგომარეობაში. 

კანონში აღნიშნულია: იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი ცდილობს გაქცევას, პატონს შეუძლია დაკეტილ ტერიტორიაზე იყოლიოს, საიდანაც ვერ შეძლებს გაქცევას ან დაალევინოს დამამშვიდებელი, მაგრამ თუ ძაღლს მფლობელი დააბამს, დაეკისრება ჯარიმა 150 ათასი ფორინტის (50 $) ოდენობით.

გარდა ამისა, ძაღლის პატრონი დაჯარიმდება 90-100 ათასი ფორინტით (35 $), თუ შინაური ცხოველი გაექცევა.

ასევე იხილეთ:

პირველი ქვეყანა, სადაც დელფინარიუმები აკრძალეს

პირველი ლათინურ ამერიკული ქვეყანა, სადაც ნადირობა აიკრძალა

თურქეთი ცხოველებზე კოსმეტიკის ტესტირებას შეზღუდავს