"თოვლში ჩარჩენილი, სასიკვდილოდ განწირული, მაშველებმა იხსნეს...
მერე რა, რომ ძაღლია, როგორ უნდოდა ალბათ გადარჩენა და გადარჩა კიდეც... მადლობა ჩვენს მაგარ მაშველებს!!!
(ლაგოდეხის რაიონი კაბალის ხეობა)", - წერს ტატო კუჭავა, რომელიც ამ ფაქტს პირადად შეესწრო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის, სოფო კობაიძის განცხადებით, ლაგოდეხში, სოფელ მსხალგორში ქარბუქის დროს დაკარგულ სამ მამაკაცს ეძებენ.
ძებნის დროს ალპურ ზონაში მაშველებმა ვერტმფრენი
სავარაუდოდ, გადარჩენილი ძაღლი ალპურ ზონაში თითქმის 10 დღე იმყოფებოდა.
ძაღლს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. იგი ადგილობრივი მეხანძრეების ჯგუფთან დატოვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მადლობა ქართველ მაშველებს! მათ სიცოცხლე გადაარჩინეს!
თეო ბითაძე სპეციალურად Zooclub.ge-სთვის
ასევე იხილეთ: "შსს-ს მაშველებმა იმერეთში, ადიდებული მდინარიდან მონადირეები გამოიყვანეს (+ვიდეო)"
"თურქეთში მაღაზიების მფლობელემბა უსახლკარო ცხოველები გაყინვას გადაარჩინეს"