ლაგოდეხის რაიონში, კაბალის ხეობაში თოვლში ჩარჩენილი სასიკვდილოდ განწირული ძაღლი მაშველებმა იხსნეს
ლაგოდეხის რაიონში, კაბალის ხეობაში თოვლში ჩარჩენილი სასიკვდილოდ განწირული ძაღლი მაშველებმა იხსნეს
"ლაგოდეხის რაიონში, კაბალის ხეობაში თოვლში ჩარჩენილი სასიკვდილოდ განწირული ძაღლი მაშველებმა იხსნეს",- შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ტატო კუჭავამ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა.

"თოვლში ჩარჩენილი, სასიკვდილოდ განწირული, მაშველებმა იხსნეს...
მერე რა, რომ ძაღლია, როგორ უნდოდა ალბათ გადარჩენა და გადარჩა კიდეც... მადლობა ჩვენს მაგარ მაშველებს!!!
(ლაგოდეხის რაიონი კაბალის ხეობა)", - წერს ტატო კუჭავა, რომელიც ამ ფაქტს პირადად შეესწრო.

საგანგებო სიტუაციების მართვის  სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის, სოფო კობაიძის განცხადებით, ლაგოდეხში, სოფელ მსხალგორში ქარბუქის დროს დაკარგულ სამ მამაკაცს ეძებენ.

ძებნის დროს ალპურ ზონაში მაშველებმა ვერტმფრენი
დან ძაღლი შეამჩნიეს და დაუყოვნებლივ მისი გადარჩენის ბრძანება გასცეს.

სავარაუდოდ, გადარჩენილი ძაღლი ალპურ ზონაში თითქმის 10 დღე იმყოფებოდა.

ძაღლს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. იგი ადგილობრივი მეხანძრეების ჯგუფთან დატოვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.


მადლობა ქართველ მაშველებს! მათ სიცოცხლე გადაარჩინეს!


Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub


თეო ბითაძე სპეციალურად Zooclub.ge-სთვის


ასევე იხილეთ: "შსს-ს მაშველებმა იმერეთში, ადიდებული მდინარიდან მონადირეები გამოიყვანეს (+ვიდეო)"

"თურქეთში მაღაზიების მფლობელემბა უსახლკარო ცხოველები გაყინვას გადაარჩინეს"




sofo
აუ რა მაგარია, გაიხარეთ ბიჭებო...
Magda
თქვენ გაიხარეთ ბიჭებო! მეამაყებით
brola*
როცა სულიერ არსებას დახმარება სჭირდება გულგრილად შეხედავ და შესაძლებლობის ფარგლებში არ დაეხმარები ამით უბრალოდ ადამიანობას კარგავ - მადლობთ მაშველებს - ასეთი მომენტები მაგალითი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის!
LEILA
გმერტმა გადმოხედოს ასეტ კეტილ ადამიანებს,მერე რა რომ ეს მატი სამსახურია,ბევრი მაინც არ სჰეიცუხებდა ტავს ამხელა ტოვლსჰი და ამსისჰორეზე ასვლიტ,ნეტავ მეტი გაიხსნას ცხოველებისტვის სამასჰველო ცენტრები
თაკო
ძალიან სასიხარულო ამბავი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?