"წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად იბრძოდა..." - 13 ივნისის სტიქიის გმირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
 "წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად იბრძოდა..." - 13 ივნისის სტიქიის გმირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" (GSPSA) ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ:

"თბილისი. ივნისის ტრაგიკული დღეები... ირაკლი და მისი მეგობარი ოთარ დავითიშვილი პირველად მოვიდნენ GSPSA-ს თავშესაფარში თავიანთ მეგობრებთან ერთად. რამდენიმე მძიმე დღის განმავლობაში ამ კეთილი და ვაჟკაცი ადამიანების ძალისხმევით გადარჩნენ თავშესაფარში მოყვანილი ცხოველები. დღე-ღამის მანძილზე ირაკლი და მისი მეგობრები თავდაუზოგავად იბრძოდნენ წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად....Zooclub

18 იანვარს ირაკლი იმნაძე გარდაიცვალა. "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" უსამძიმრებს ირაკლის ოჯახს. "მე თქვენ ყველა მიყვარხართ!" - ამ სიტყვებით გამოგვემშვიდობა
ირაკლი ივნისში.

როგორც GSPSA-ის ხელმძღვანელი თეიმურაზ წიქორიძე წერს, 13 ივნისის ახალგაზრდა გმირმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.


მასალა გამოყენებულია  Ambebi.ge-დან


ასევე გაიცანით: "13 ივნისის სტიქია - ორი საათი მაშველების მოლოდინში"
megi
ძალიან გულსატკენი ამბავია ამ ახალგაზრდის თვითმკვლელობა. რა იყო მიზეზი ნეტავ? ჯან-ღონით სავსე ვაჟი ყოფილა, ლამაზი, ხალისიანი, რამ გადაუბრუნა ტვინი? ღმერთო, შენ მოხედე ამ არეულ-დარეულ ეპოქას...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?