ძაღლების კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში
ძაღლების კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში
ბრაზიალიაში დასრულდა ცხობილი რიო-დე-ჟანერიოს კარნავალი. 4 000-მდე მონაწილემ საოცარ კოსტუმებში გამოწყობილებმა გაიარეს ცნობილ სომბოდრომზე, სადაც მდებარეობს 74 ათას ადგილიანი სცენა. 

კარნავალს წინ უძღვოდა ოლიპიური მეჩირაღდნე, რომელიც ამცნობდა შემდეგი ოლიპიადის ჩატარებას რიოში.

კარნავალის მსვლელობისას სხვა ღონისძიებებიც ჩატარდა, მათ შორის "ძაღლების კარნავალი." ათობით ძაღლი პატრონებმა მრავალფეროვანი კოსტუმებით გამოიყვანეს - ვარდისფერი ფერია, "ჰოთ-დოგი" , "სუპერმენი" და სხვა, თუმცა, ყურადღების ცენტრში მოექცა მთავარი მონაწილე, ტაქსას ჯიშის ძაღლი, სახელად ჰანა, რომელიც ფორმაში გამოწყობილი ეტლით გადაადგილდებოდა.

"ჰანას ძალიან მოსწონს ძაღლების გარემოში ყოფნა. მას ავიწყდება ეტლი, ცდილობს
ყველა ძაღლთან მისვლას და თამაშს. ჰანას ხერხემლის პრობლემა აქვს, ეს იშვიათი არ არის ამ ჯიშის
ძაღლებისთვის."- ამბობს ტაქსას პატრონი.

რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი 9 თებერვალს დასრულდა. მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა ბრაზილიის სხვა ქალაქებშიც.

იხილეთ ფოტოგალერეა

გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?