"ფაუნა ლენდი" - ადგილი თბილისში, სადაც ბავშვები ცხოველების სიყვარულს სწავლობენ (+ფოტო)
"ფაუნა ლენდი" - ადგილი თბილისში, სადაც ბავშვები ცხოველების სიყვარულს სწავლობენ (+ფოტო)
ალბათ თბილისის მცხოვრებთა უმრავლესობას ჯერ კიდევ არ სმენია, რომ უკვე ერთი თვეა, ქალაქის ცენტრში, კოლმეურნეობის მოედანზე, გაიხსნა კონტაქტური ზოოპარკი "ფაუნა ლენდი’’, რომელიც ჩვეულებრივი ზოოპარკისგან იმით განსხვავდება, რომ მის სტუმრებს ცხოველებთან და ფრინველებთან შეხება, მათი მოფერება და გამოკვება შეუძლიათ.

აქ გარემო მინი ზოოპარკის სტილშია მოწყობილი და ფერადი, ძალიან სახალისო, განსხვავებული ინტერიერით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი თვეა, რაც ფუნქციონირებს, სტუმრების ნაკლებობა არ შეიმჩნევა.

"ფაუნა ლენდის" კომერციული დირექტორის იულია აზმაიფარაშვილის თქმით, კონტაქტური ზოოპარკის დაარსების იდეა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს, იგორ ოსტაპენკოს ეკუთვნის, რომელიც
ტურისტის ამპლუაში საქართველოს ძალიან ხშირად სტუმრობს.

"ჩვენი კონტაქტური ზოოპარკი 2016 წლის 17 თებერვალს გაიხსნა. ახალი
გახსნილია, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ პატარებში, ასევე დიდებში. ჩვენი დამფუძნებელი არის იგორ ოსტაპენკო, რომელსაც ეს იდეა ერთ-ერთი მოგზაურობის დროს დაებადა. კერძოდ, ასეთი ზოოპარკი სინგაპურში ყოფნისას ნახა. ჩვენი ქვეყანა ძალიან მოსწონდა და ხშირად ჩამოდიოდა და რადგან ჩვენს ზოოპარკს თავს უბედურება დაატყდა, გადაწყვიტა, რომ ქართველი ხალხისთვის ეს საჩუქარი გაეკეთებინა," - გვიამბობს იულია.

მისი თქმით, კონტაქტურ ზოოპარკში ვიზიტის წყალობით, ბავშვი ცხოველების სიყვარულსა და მათზე ზრუნვას სწავლობს და გარდა ამისა, ცხოველებთან კონტაქტი ძალიან კარგი თერაპიაა: - ზოგს, მაგალითად, შიში აქვს გველის, ან რომელიღაც სხვა არსების, მაგრამ აქ რომ მოდიან და მათ ტერარიუმებში ხედავენ, ეს შიში უქრებათ.

იულია აზმაიფარაშვილის თქმით, ცხოველები რუსეთიდანაა ჩამოყვანილი. თუმცა, რუსეთშიც სხვადასხვა ეგზოტიკური ქვეყნიდან მოხდა მათი ჩაყვანა.

,,ფაუნა ლენდში’’ ვიზიტის საფასური სრულწლოვანისთვის 10 ლარია, სამ წლამდე ბავშვები უფასოდ დაიშვებიდან, სამი წლის ზევით კი - 8 ლარი ღირს.

გთავაზობთ შესანიშნავ ფოტოგალერეას, რომელიც მეტ-ნაკლებად შეგიქმნით წარმოდგენას თბილისის კონტაქტურ ზოოპარკზე, მათ ბინადრებსა და სტუმრებზე.


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

გალერეა
ბაჩი
ეგღა მაკლია რუსებს ფული ვუხადო
ნანა გრიგალაშვილი
კლასი მინდა მოვიყვანო, ზუსტი მისამართი მინდა და იქნებ ტელეფონის ნომერიც. მადლობა წინასწარ
მანანა
სულ ცოტა 18 ლარი უნდა დამიჯდეს ბავშვის მოყვანა,"რუსმა ბიძიამ" ეს იცის ნეტა? თუ ეს ქალბატონის მაქინაციებია??? კარგად გამარკვიეთ
111
მართალია თუ გული შეტკივათ ეგ შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოახმარეთ... იმ საბრალო ცხოველებს ქუჩაში ყოველ ნაბიჯზე, რომ გვხვდება... და რა ამბავია ამხელა საფასური???
ო ენავ ჩემო
ამპულაში- არა, ამპლუაში (!) ისე, კარგი იდეაა, წარმატებები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?