"ფაუნა ლენდი" - ადგილი თბილისში, სადაც ბავშვები ცხოველების სიყვარულს სწავლობენ (+ფოტო)
"ფაუნა ლენდი" - ადგილი თბილისში, სადაც ბავშვები ცხოველების სიყვარულს სწავლობენ (+ფოტო)
ალბათ თბილისის მცხოვრებთა უმრავლესობას ჯერ კიდევ არ სმენია, რომ უკვე ერთი თვეა, ქალაქის ცენტრში, კოლმეურნეობის მოედანზე, გაიხსნა კონტაქტური ზოოპარკი "ფაუნა ლენდი’’, რომელიც ჩვეულებრივი ზოოპარკისგან იმით განსხვავდება, რომ მის სტუმრებს ცხოველებთან და ფრინველებთან შეხება, მათი მოფერება და გამოკვება შეუძლიათ.

აქ გარემო მინი ზოოპარკის სტილშია მოწყობილი და ფერადი, ძალიან სახალისო, განსხვავებული ინტერიერით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი თვეა, რაც ფუნქციონირებს, სტუმრების ნაკლებობა არ შეიმჩნევა.

"ფაუნა ლენდის" კომერციული დირექტორის იულია აზმაიფარაშვილის თქმით, კონტაქტური ზოოპარკის დაარსების იდეა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს, იგორ ოსტაპენკოს ეკუთვნის, რომელიც
ტურისტის ამპლუაში საქართველოს ძალიან ხშირად სტუმრობს.

"ჩვენი კონტაქტური ზოოპარკი 2016 წლის 17 თებერვალს გაიხსნა. ახალი
გახსნილია, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ პატარებში, ასევე დიდებში. ჩვენი დამფუძნებელი არის იგორ ოსტაპენკო, რომელსაც ეს იდეა ერთ-ერთი მოგზაურობის დროს დაებადა. კერძოდ, ასეთი ზოოპარკი სინგაპურში ყოფნისას ნახა. ჩვენი ქვეყანა ძალიან მოსწონდა და ხშირად ჩამოდიოდა და რადგან ჩვენს ზოოპარკს თავს უბედურება დაატყდა, გადაწყვიტა, რომ ქართველი ხალხისთვის ეს საჩუქარი გაეკეთებინა," - გვიამბობს იულია.

მისი თქმით, კონტაქტურ ზოოპარკში ვიზიტის წყალობით, ბავშვი ცხოველების სიყვარულსა და მათზე ზრუნვას სწავლობს და გარდა ამისა, ცხოველებთან კონტაქტი ძალიან კარგი თერაპიაა: - ზოგს, მაგალითად, შიში აქვს გველის, ან რომელიღაც სხვა არსების, მაგრამ აქ რომ მოდიან და მათ ტერარიუმებში ხედავენ, ეს შიში უქრებათ.

იულია აზმაიფარაშვილის თქმით, ცხოველები რუსეთიდანაა ჩამოყვანილი. თუმცა, რუსეთშიც სხვადასხვა ეგზოტიკური ქვეყნიდან მოხდა მათი ჩაყვანა.

,,ფაუნა ლენდში’’ ვიზიტის საფასური სრულწლოვანისთვის 10 ლარია, სამ წლამდე ბავშვები უფასოდ დაიშვებიდან, სამი წლის ზევით კი - 8 ლარი ღირს.

გთავაზობთ შესანიშნავ ფოტოგალერეას, რომელიც მეტ-ნაკლებად შეგიქმნით წარმოდგენას თბილისის კონტაქტურ ზოოპარკზე, მათ ბინადრებსა და სტუმრებზე.


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

გალერეა
ლევანი
კიდევ კარგი რომ კეთილი რუსი ბიძიას საჩუქარია ეს ზოოპარკი, თორემ ბიზნესი რომ იყოს შესვლა რა ეღირებოდა წარმოდგენაც ჭირს :)))
leila
მარტალია ქ.ნინო,რამდენი კუცჰის დზაგლის დაპურება სჰეიდზლება ამხელა ტანხა რა ამბავია,საცოდავი გადზვალტკავებული დზაგლებს სჰიმსჰილიტ სული ხდებატ და ტკვენ,ტკვენ კი ცხოველებიტ ნასჰოვნ პულს იდზიბავტ,ტუ საცჰუკარია რატოა ეს პასი და ტუ მაგხელა ტანხას ახდევინებტ ხალხს საცოდავ კუცჰის დზაგლებს მაინც დაეხმარეტ რაგაცა ნაცილიტ მაგ ტანხიდან
eto
შვილიშვილი დაგვყავს, კარგია,მაგრამ ძალიან ძვირია.,,საჩუქარი,, და ასეთი ?.....
ნინო
კარგია მაგრამ ძალიან ძვირია.
nino
10 ლარი და 8 ლარი რა ამბავია? ამ თანხით ძაღლების და კატების საჭმელს ვიყიდი და ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებს დავაპურებთ მე და ჩემი შვილი. ცხოველებსაც მოეფერება და მათგან უდიდეს სიყვარულსაც იგრძნობს.სიკეთის გაკეთება თუ გინდათ ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის, ვიზიტის საფასურს დაუწიეთ, დადგით შემოწირულობის ყუთი, მაქსიმქლურად ბევრ ბავშვს მიეცით "ფაუნა ლენდი"-ში შესვლის საშუალება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?