სამხრეთ კორეაში 200-ზე მეტი ძაღლი შეჭმას გადაარჩინეს
სამხრეთ კორეაში 200-ზე მეტი ძაღლი შეჭმას გადაარჩინეს
"სამხრეთ კორეის ქალაქ ვანჯუში ცხოველთა დამცველმა აქტივისტებმა ხორცის ფერმიდან გადაარჩნეს 200-ზე მეტი ძაღლი", - წერს "Daily Mail"-ი.

მათ გალიებიდან გამოიყვანეს ძაღლები და მოათავსეს სპეციალურ კონტეინერებში, რათა ისინი გაგზავნონ აშშ-სა და კანადაში. მათ შორის იყვნენ ისეთი ჯიშები, როგორიცაა: ლაბრადორი, ჰასკი, სამოედი და ა.შ. ძაღლები გაჩუქებამდე იქნებიან სპეციალურ თავშესაფრებში, სადაც ჩაუტარდებათ ვეტერინარული მომსახურება და ყველა საჭირო პროცედურა.

ფერმის მეპატრონის თქმით, ცხოველები უნდა გაეყიდათ სხვადასხვა რესტორნებზე, შემდგომ საკვებად გამოყენების მიზნით.

Zooclub
Zooclub
Zooclub
Zooclub
Zooclub
Zooclub
Zooclub
Zooclub
Zooclub
Zooclub
Zooclub
Zooclub
Zooclub
Zooclub

გამოცემის ინფორმაციით, ყოველ წელს სამხრეთ კორეაში ჭამენ 1,5- 2,5 მილიონ ძაღლს.
ამასთანავე, კორეელი ახალგაზრდა
თაობა ძაღლის საკვებად გამოყენებაზე უარს ამბობს, ამიტომ ეს ინდუსტრია ნელ-ნელა სუსტდება.

ასევე იხილეთ:

ჩინეთში ძაღლის ხორცის
ფესტივალიდან 2 ლეკვი გადაარჩინეს


კატა სიკვდილისგან ერთი წუთით ადრე იხსნეს: საშინელი ფოტოს ისტორია ხორცის ფესტივალიდან

23 ძაღლი კორეელი “გურმანებისგან” იხსნეს და ამერიკულ თავშესაფარში გადაიყვანეს

!!!
გაახარა ღმერთმა ის მადლიანი ხალხი, ეს საცოდავები რომ გადაარჩინეს! აღარ უნდა აიკრძალოს ეს საშინელება?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?