სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მეცხოველეობის მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მეცხოველეობის მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მეცხოველეობის საკოლექციო ფერმა დაათვალიერეს და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.

სამინისტროს ცნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი კვლევით სამუშაოებს ახორციელებს ორი მიმართულებით: ცხოველთა და ფრინველთა ადგილობრივი ჯიშების მოძიება, აღდგენა - გაუმჯობესება და ინდუსტრიული მეცხოველეობის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფა.

”ცენტრის სპეციალისტებმა საქართველოს მასშტაბით ძროხის ქართული მთის ჯიშის, კახური ღორის, ადგილობრივი ქათმისა და ჩალისფერი ინდაურის პოპულაციების
ტიპიური ინდივიდები მოიძიეს.

მათ ბაზაზე შეიქმნა საკოლექციო ჯგუფები, რომლებიც თელეთის მეცხოველეობის საცდელ ფერმაშია განთავსებული. ამჟამად,
მიმდინარეობს ჯგუფებში არსებული სულადობის გამრავლებისა და სამეურნეო-ბიოლოგიური მაჩვენებლების შესწავლის სამუშაოები. სამომავალოდ დაგეგმილია ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების გენეტიკური ბანკის შექმნა”, - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?