თბილისის ყველა უბანში შინაური ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს
თბილისის ყველა უბანში შინაური ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის ყველა უბანში წინასწარ შერჩეულ 60 ლოკაციაზე ცოფის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ატარებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ვეტერინარისგან შემდგარი მობილური ეკიპაჟი თითო ლოკაციაზე 2-3 დღის მანძილზე 09:00 საათიდან 14:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას. მათ საშუალება ექნებათ პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაუტარონ, როგორც საკუთრებაში მყოფ, ასევე მიკედლებულ ძაღლებსა და კატებს.

იმუნიზაციის პარალელურად, ცხოველთა მეპატრონეებს საინფორმაციო ბროშურები დაურიგდებათ. ღონისძიება მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.
tbiliseli`
ნეტავი სტერილიზაციას თუ ჩაუტარებენ ქუჩის ძაღლებს?
kargia
იქნებ ქუჩის დზაგლებიც ააცრატ რომ მატი შემტხვევიტ ნაკბენი საშიში არ იყოს?
დალი
როგორ დაგიკავშირდეთ? 5 51 31 19 07
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?