ყველასგან მიტოვებულმა ძაღლმა, ფილმში "ტრანსფორმერები-5", როლი მიიღო
ყველასგან მიტოვებულმა ძაღლმა, ფილმში "ტრანსფორმერები-5", როლი მიიღო
ბრიტანეთში მცხოვრებმა ყველაზე მარტოხელა ძაღლმა, ფანტასტიკურ ფილმში "ტრანსფორმერები-5", როლი მიიღო. ამის შესახებ ფილმის რეჟისორმა მაიკლს ბეიმ ტვიტერზე დაწერა.

ფრეი შვიდი წლის სტაფორდშირული ბულტერიერია, ის ლივერპულის  Freshfields Animal Rescue-ს თავშესაფარში ექვსი თვის ასაკში მოხვდა. მასზე  18 ათასმა პოტენციურმა პატრონმა უარი თქვა.

ფრეის შესახებ პრესაშიც კი დაწერეს, სწორედ მას შემდეგ მიიპყრო ეულმა ძაღლმა ბეის ყურადღება.

Zooclub

"გადავწყვიტეთ, ყველასგან მიტოვებულმა ძაღლმა ფრეიმ "ტრანფრომერების" მე-5 ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს."- ამბობს რეჟისორი.

ფილმი 2017 წლის ზაფხულში გამოვა ეკრანებზე.

ასევე იხილეთ:

ინგლისში ნამდვილი "სკუბიდუ" აღმოაჩინეს

15 წლის
წინ ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "102 დალმატინელი"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?