პორტუგალიის თავშესაფრებში ცხოველების ევთანაზია აიკრძალა
პორტუგალიის თავშესაფრებში ცხოველების ევთანაზია აიკრძალა
პორტუგალიის პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს კანონი, რომელიც კრძალავს უპატრონო ცხოვლების მოკვლას ჰუმანური ან არაჰუმანური გზით.

"კანონპროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს შეიმუშავეს და საკანონმდებლო ორგანოში წარადგინეს", - წერს "euromag.ru"-ი.

კანონის მიღებას ბიძგი მისცა ოფიციალურმა სტატისტიკამ, რის თანახმადაც ყოველწლიურად ადამიანის ხელით კვდება 100 000-მდე ძაღლი და კატა.

ახალი კანონის თანახმად, ქვეყანაში არსებული თავშესაფრები ვალდებულნი არიან გაასტერილონ უპატრონო შინაური ცხოველები, ხოლო შემდეგ მოუძებნონ პატრონი. იმ შემთხვევაში, თუ 15 დღის განმავლობაში დაკარგული კატის ან ძაღლის პატრონი არ გამოჩნდა, აუცილებელი იქნება მათი გასტერილებაც.

ცხოველის ევთ
ანაზია მხოლოდ
იმ შემთხვევაში იქნება სავალდებულო, თუ მას უკურნებელი დაავადება, გაუსაძლისი ტკივილები (ტრავმის დროს, რომლის სიკვდილიც გარდაუვალია) ან ქცევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს.

ასევე იხილეთ:

2016 წლიდან უნგრეთში ძაღლის ჯაჭვით დაბმა აკრძალეს

ერთი წელი ციხეში - ცხოველის მიტოვების გამო

ესპანეთის 300 ქალაქში ცხოველების მონაწილეობა საცირკო წარმოდგენებში აიკრძალა
gogishvili
მივბაზოტ პორტუგალიას...კარგი იქნებოდა
bebe
საქართველოშიც არის ეგ კანონი მისაღები, თუმცა ქცევის გამო ევთანაზია ამოსაღებია, მაგ მიზეზით თავს გაიმართლებენ, მაგალითად იკბინებოდაო, იტყვბიან. მოკლედ, დასაწყებია მოძრაობა ევთანაზიის აკრძალვის მოთხოვნით, ხომ გვინდა ევროპა, ჰოდა, მივბაძოთ ევროპის ქვეყანას - პორტუგალიას.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?