ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად კუს ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზი გაუშვეს
ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად კუს ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზი გაუშვეს
"ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად კუს ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზი გაუშვეს," - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იტყობინება.

სამინისტრომ და „საქართველოს მეთევზეთა კლუბმა“ ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად გამბუზიის გადმოსასახლებლად თბილისსა და მის ახლოს არსებულ ტბორებში ერთობლივი ღონისძიება განახორციელეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ჯიშის თევზმა გამბუზიამ უკვე გაანადგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელ ევროპაში მასიურად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში.

სამინისტროსა და “საქართველოს მეთევზეთა კლუბს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კლუბის წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი
აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?