ნიგერიაში სასამართლოზე წარსდგება მამაკაცი, რომელმაც საკუთარ ძაღლს პრეზიდენტის სახელი დაარქვა
ნიგერიაში სასამართლოზე წარსდგება მამაკაცი, რომელმაც საკუთარ ძაღლს პრეზიდენტის სახელი დაარქვა
"ნიგერიელმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს მამაკაცი, რომელმაც საკუთარ ძაღლს პრეზიდენტის საპატივცემულოდ მაჰამადუ ბუჰარი დაარქვა. და მეტიც, მფლობელმა ძაღლს სახელი სხეულზე დააწერა", - წერს "NY Times"-ი.

"მსჯავრდებულმა ძაღლი იყიდა. მას ბუჰარი დაარქვა და მხარზე წარწერაც გაუკეთა, ხოლო შემდეგ ცხოველი ქუჩაში გამოიყვანა სასეირნოდ", - ამბობს ადგილობრივი პოლიციელი.

იონაჰიმა ჩინაკვეს ბრალი ედება თანამოქალაქეების სიმშვიდის დარღვევაში. პოლიციაში  საჩივარი დაწერა მამაკაცის მეზობელმა, რომელმაც დაინახა, თუ როგორ ასეირნებდა ძაღლს ჩინაკვე.

დაკავებულმა აღიარა, რომ მან ძაღლს ბუჰარი  პრეზიდენტის საპატივცემულოდ დაარქვა, რადგან პრეზიდენტი მისთვის გმირია.

სოციალურ ქსელში ჩიკვანეს ათასობით დამცველი
გამოუჩნდა.

"თუ მათ შეუძლიათ სახელის დარქმევის გამო ადამიანს დაპატიმრება, როგორ მოიქცევიან მაშინ, როცა ჩვენ დავიწყებთ
პრეზიდენტის გაკრიტიკებას?" - წერს სოციალურ ქსელში ნიგერიის მოქალაქე.

ძაღლის მფლობელი 19 სექტემბერს სასამართლოში წარსდგება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?