თელ-ავივმა საკუთარი ქალაქი ძაღლებისთვის ყველაზე მეგობრულ ადგილად გამოაცხადა
თელ-ავივმა საკუთარი ქალაქი ძაღლებისთვის ყველაზე მეგობრულ ადგილად გამოაცხადა
თელ-ავივმა (ისრაელი) თავად გამოაცხადა საკუთარი ქალაქი ძაღლებისთვის ყველაზე მეგობრულ ადგილად მსოფლიოში.

ადგილობრივმა მერიამ განცხადება "ძაღლების დღესთან" დაკავშირებით გააკეთა:

"თელ-ავივი მსოფლიოში ყველაზე მეგობრული მხარეა ძაღლებისთვის. ყოველ მეჩვიდმეტე მცხოვრებზე ერთი ძაღლია დარეგისტრირებული, რაც გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ მსოფლიოში ამ მხრივ ლიდერები ვართ", - განცხადება გააკეთეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.

მომსახურეობის მხრივ,  ქალაქში  25 ათასი ძაღლისათვის გაკეთებულია მათთვის განკუთვნილი 70 მოედანი. თელ-ავივში მოქმედებს სპეციალური სანაპიროები, სადაც პატრონებს თავიანთ შინაურ ბინადრებთან ერთად შეუძლიათ წყალში ჩასვლა. ქუჩაში მდებარე წყლის დასალევი შადრევნები განკუთვნილია არა მარტო ადამიანებისთვის, არამედ ძაღლებისთვისაც. სასეირნო ადგილებზე განთავსებულია
უფასო ცელოფნები, რომლებიც შეუძლიათ, აიღონ ძაღლის ნებისმიერმა მფლობელმა, რათა  გზა/სკვერი საკუთარი ცხოველის ექსკრემენტებისგან გაწმინდონ.

"ძაღლების დღე"
თელ-ავივის უდიდეს პარკში ჩატარდა. ცხოველები თავიანთ პატრონებთან ერთად წითელ ხალიჩაზე პოზირებდნენ, ხოლო მრავალრიცხოვანი აბრები ძაღლის მფლობელებს სთავაზობდა ზოოპროდუქტებსა და მომსახურებას - დაწყებული "ძაღლის სუშით", რომელიც მომზადებული იყო ნატურალური ინგრედიენტებით, დამთავრებული "ძაღლების სპა" პროცედურით.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?